კიდევ ერთი თემა, უფრო სწორედ, სიახლე, ეფლისა და FBI-ს დაპირისპირების ფრონტიდან. როგორც ცნობილია Apple ძალიან ორპირი კომპანიაა. ერთი მხრივ ბოლომდე იბრძვის, რათა არ დაეხმაროს FBI-ს ტერორისტის ტეელფონის განბლოკავში და ამით არ დააზარალოს ჩვეულებრივი მომხმარებლები, ხოლო მეორე მხრივ — დაუყოვნებლივ გადასცემს iCloud-ის სამარქაფო ასლებს სამართალდამცავი ორგანიზაციების მოთხოვნით. საქმეს სწორედ მაგაშია, რომ აიფონზე მონაცემები დაშიფრულად ინახება, ხოლო iCloud-ზე — დაშიფვრის იმ გასაღების მეშვეობით, რომლესაც Apple iCloud-ის ინფრასტრუქტურაში იყენებს.
ამგვარად, ტექნიკურად Apple-ს აქვს იმის საშუალება, რომ განშიფროს მარქაფი იმ გასაღებით, რომლიც მასთან ინახება, ამიტომ სპეც. სამსახურებიდან მოსული შესაბამისი ორდერის საფუძველზე გასცეს Apple-ის ღრუბლოვან სერვისში შენახული ინფორმაცია. ისმის კითხვა, რატომ დაშიფრა Apple-მა iCloud-ის მარქაფი ასეთი გზით? როგორც Wall Street Journal წერს, ეს გაკეთდა უსაფრთხოებისა და მოხერხებულობის ბალანსის დასაცავად: თუ მომხმარებელი დაივიწყებს მოწყობილობის პაროლს, ის ვერ შეძლებს მარქაფტან წვდომის მიღებას და დაკარგავს მნიშვნელოვან მონაცემებს — დოკუმენტებს, ფოტოებს და ა.შ. ახლა კი, როგორც ჩანს Apple-მა გადაწყვიტა მსხვერპლად შესწიროს ეს ფნქცია და პირველ ადგილზე აბსოლუტური უსაფრთხოება დააყენოს.
ბოლო დრომდე Apple იყენებდა Amazon Web Services და Microsoft Azure ინფრასტრუქტურას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ამას არ აღიარებდა. გასული წლის ბოლოს Apple-მა მონაცემტა გადატანა Google Cloud Platform-ზე დაიწყო. რასაკვირველია, ასეთი დონის ვენდორები სერვის Apple-ის მსგავს კომპანიას თვითღირებულებით არ სთავაზობენ. ასეთი კლიენტებისათვის განსაკუთრებული ფასი არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი Apple-ის ყოველწლიური დანახარჯი 1 მილიარდი დოლარის ფარგლებში იყო. საკუთარი ღრუბლოვანი სერვისის შექმნა — რთული პროცესია, მაგრამ სრულიად გამართლებული ფულის თვალსაზრისით; სწორედ ამიტომ Wired-დ ამასწინად საინტერესო სტატია ჰქონდა თემაზე, თუ რატომ გადავიდა Dropbox AWS-იდან და რამხელა ძალისხმევა დასჭირდა მას ამისათვის. ამ შემტხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ პროექტს McQueen, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ Apple უკმაყოფილო იყო AWS-ის სერვისების წარმადობით და Azure-ის ფასებით. შესაძლოა რომ ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო საკუთარი სერვისის გაკეთებისათვის.
Apple-ის შემთხვევაში დაცული მარქაფები — ეს ის სიტუაციაა, როდესაც Apple ვერანაირად ვერ აკონტროლებს მომხმარებლის პაროლს და წარმოდგენა არა აქვს, თუ რა ინახება მარქაფში. მაშინ Apple შეძლებს ხელები გაასავსავოს და სთქვას: მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. საერთოდ მარქაფს მედალივით ორი მხარე აქვს: ის ან მოსახერხებელია და მაშინ მისი გატეხვაა შესაძებელი, ან დაცულია სასტიკად, სამაგიეროდ პაროლის დაკარგვის შემთხვევაში ინფორმაციაც უკვალოდ იკარგება. არ ვარ დარწმუნებული ჯერ, რამდენად გამოადგება Apple-ს მეორე გზა, თუმცა სახელწმიფო ორგანოებთან შეხლა-შემოხლის დროს სამომხმარებლო სიადვილის საკითხი მეორე პლანზე გადაიწევს აშკარად. Apple-ს აქვს გამომუშავებული სქემა Recovery Key სახით FileVault სისტემებისათვის, რომელიც შიფრავს Mac კომპიუტერის შიგთავსს და ამ სქემის მიხედვით შესაძლებელია პაროლის ჩამოყრა სწორედ ამ Recovery Key-ს საშუალებით.
მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ ეს Recovery Key შესაძლოა გახდეს სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის საგანი. და Apple იძულებული გახდება გასცეს ეს გასაღები, პირველივე მოთხოვნის შემტხვევაში. მაშინ ამ სქემის შემქნას აზრი ეკარგება სრულიად. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ Apple-მა ბოლო კვირეების განმავლობაში უსაფრთხოების რამდენიმე კარგი სპეციალისტი აიყვანა სამსახურში, ვუმედოვნებ რომ ისინი შეძლებენ რაიმე კარგი გადაწყვეტილების მიღებას.
ანდა უბრალოდ ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხით შეულოცავენ!