როგორც ცნობილი გახდა გუშინ, iOS 6-ის მეოთხე ბეტა-ვერსიაში აღარ არის წარმოდგენილი YouTube-ის აპლიკაცია — ყოველ შემთხვევაში ამ ბეტაში აღარ არის. მთელი დღის განმავლობაში საინფორმაციო საშუალებები დუღდნენ, სანამ Apple-მა ოფიციალურად არ გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:
— ჩვენი ლიცენზია YouTube-ის გამოყენებაზე iOS-ში ამოიწურა, ასე რომ მომხმარებლებს ვიდეოს ყურება Safari-ში შეუძლიათ. Google უკვე მუშაობს ამ აპლიკაციის ახალ ვერსიაზე და ის დამატებული იქნება App Store-ში.
პრინციპში მიზეზი, რომ ეს აპლიკაცია გამქრალიყო სისტემური აპლიკაციების სიიდან, საკამოდ ბევრია: 2012 წლის განმავლობაში კუპერტინოსა და Google-ს შორის არ წყდება პოზიციური ბრძოლები, რის შედეგადაც Apple თავიდან იშორებს „სიკეთის იმპერიის“ აპლიკაციებს.
წყარო: The Next Web