GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

iPad 2-ის მარაგები გათავდა

IC by IC
16/03/2011
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
ახალი iPad

ახალი iPad

688
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

11 მარტიდან, აიპედის ახალი მოდელის ოფიციალური გაყიდვების დღიდან თითქმის ერთი კვირის თავზე აიპედ 2-ის მარაგები გათავდა. მათ, ვისაც არ აქვთ ახალი აიპედი, მოუწევს მინიმუმ 2 კვირის ლოდინი, ხოლო ეპლის საიტზე  აიპედის ინტერნეტით შეკვეთის შემდეგ მოტანას სჭირდება 3-4 კვირა. ანალიტიკოსები  ვარაუდობენ, რომ ეპლმა პირველ კვირას გაყიდა 2 მილიონამდე აიპედი, რითიც ამოწურა არსებული მარაგები. ამის გამო აიპედის საერთაშორისო გაყიდვების თარიღმა 25 მარტიდან შეიძლება აპრილში გადაინაცვლოს, რაც ერთხელ უკვე მოხდა აიპედის პირველი მოდელის გაყიდვების დროს, როცა უზარმაზარი მოთხოვნის გამო ბევრმა ქვეყანამ დათქმულ დროს ვერ მიიღო აიპედები ეპლისგან. ანალიტიკური ფირმები საერთაშორისო გაყიდვების დაწყების  3 შესაძლო ვარიანტს ვარაუდობენ:

  1. ეპლი დააკმაყოფილებს ამერიკული ბაზრის მოთხოვნებს და საერთაშორისო გაყიდვებს გადადებს 1 თვით;
  2. საერთაშორისო გაყიდვები დაიწყება 25 მარტს, მაგრამ აიპედების რაოდენობა იქნება ძალიან შეზღუდული;
  3. ეპლი შეამცირებს მიწოდებას ამერიკულ ბაზარზე, რათა უზრუნველყოს ნორმალური საერთაშორისო გაყიდვები.

გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული ბაზარი ეპლისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, მესამე სცენარის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. ზუსტად ამიტომ პირველი სცენარი უფრო  რეალური ჩანს, მითუმეტეს მაშინ, როცა კომპანიას უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება და რომელიც სამწუხაროდ არ განვითარდა საერთაშორისო მომხმარებლისათვის სასურველი სცენარით.  პირველი სცენარის განვითარებამ შეიძლე��ა გამოიწვიოს ფასების 2-ჯერ და მეტჯერ ზრდა არაოფიციალური დილერების მიერ შემოტანილ აიპედებზე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც უკვე ხდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე.  სავარაუდოა, რომ არც საქართველო იქნება სასიამოვნო გამონაკლისი.

Tags: iPadMac
Previous Post

როგორ მუშაობს აიპედის „რუხი“ ბაზარი

Next Post

მაკის წილი მსოფლიო ბაზრებზე

IC

IC

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
259
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
72
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
48
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
377
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
268
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
696
Next Post
Apple — ყველაზე დიდი მობილური კომპიუტერული კომპანია

მაკის წილი მსოფლიო ბაზრებზე

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG