Apple-ის მიმწოდებლის Hon Hai-ს მიხედვით, iPhone 14 Pro-ზე დიდი მოთხოვნის გამო Apple-ს iPhone 14-ს საწარმოო ხაზები iPhone 14 Pro-ზე გადააქვს.
ცნობები iPhone 14 Pro მოდელებზე დიდი მოთხოვნის შესახებ მოდის ყველა კუთხიდან. საინვესტიციო ბანკის Morgan Stanley-ს ანალიზმა აჩვენა, რომ iPhone 14-ის ციკლი უფრო ძლიერია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
აშშ-ში ბოლო 6 წლის განმავლობაში iPhone 14 Pro Max-ს მიწოდების ყველაზე დიდი დრო აქვს – 36.5 დღე.
დღევანდელი მოცემულობით, Apple-ისთვის მოლოდინებმა 8-10%-თ გადააჭარბა.
გაყიდვები ძლიერია ჩინეთშიც, Wedbush-ს თქმით პირველ 24 საათში Pro მოდელებზე 2 მილიონზე მეტი შეკვეთა მოხდა.
JP Morgan-მა ცოტა ხნის წინ გააზიარა მონაცემები, რის მიხედვითაც iPhone 14 Pro-ს მიწოდების საშუალო დრო 35 დღეა, ხოლო Pro Max-ს 41 დღე.