როგორც აზიური გამოცემა nikkei წერს, კომპანია Apple-ი თავის საყვარელ მომხმარებლებს ოცნებას აუსრულებს და iPhone SE-ს ახალ მოდელს გამოუშვებს.
მისი ზომები iPhone 8-ის მსგავსი იქნება, დაახლოებით 4.7 ინჩი.
SE 2 მიიღებს iPhone 11-ის მახასიათებლებს, კერძოდ ახალ A13 ჩიპს, რომელიც წესით 10 სექტემბერს უნდა წარმოგვიდგინონ.
დაბალი ღირებულება მისი LCD ეკრანით იქნება გამოწვეული.
ჯერჯერობით უცნობია ექნება თუ არა Face ID.
ამ წყაროს თქმით, Apple-ი დაბალ ბიუჯეტური iPhone-ის გამოშვებით კონკურენციას გაუწევს სხვა კომპანიების იაფასიან მოდელებს.
ახალი iPhone SE 2-ის პრეზენტაცია შესაძლოა გაზაფხულზე მოხდეს.
წყარო: nikkei