GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

კიდევ რას წარმოგვიდგენს Apple-ი 2021 წელს

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
03/05/2021
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
547
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც 2021 წლის მეორე კვარტლის შედეგებზე ითქვა, ის არის რომ Apple-ს პრობლემები აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, Apple-ის მეორე კვარტლის შედეგები ფანტასტიკური იყო. საუკეთესოც კი Apple-ის ისტორიაში. თუმცა, მსოფლიოში შექმნილი მიკროჩიპებისა და სხვადასხვა კომპონენტების დეფიციტის გამო, კომპანიაში პრობლემებია. ეს პრობლემები პირველ რიგში iPad-ისა და Mac-ის გაყიდვებზე აისახება, შესაძლოა მომხმარებლების მოთხოვნა ბოლომდე ვერ დაკმაყოფილდეს. მიუხედავად ამ ვითარებისა, Apple-ი მომდევნო 8 თვის განმავლობაში ბევრ საინტერესო რამეს შემოგვთავაზებს.

Apple-ი ძალიან დიდი წარმატების გზაზე დგას და მათგან წელსაც სიურპრიზებს ველოდებით. მაგალითად: მიმდინარე წლის იანვარ-მარტში iPad-იდან გაყიდვების შემოსავალი 79%-თ გაიზარდა (თითქმის გაორმაგდა). Mac-ის შემთხვევაში +70%, ხოლო iPhone-ის +65%. Apple Watch-ი მხოლოდ iPad-ს ჩამორჩება და მისგან +75% საოცარი შედეგია. მიუხედავად იმისა რომ შედარებით ლოგიკურია, მაინც არც ისე კარგი შედეგი აქვს AirPods და AirPods Pro-ს, მათი წარმოება Apple-მა 25%-თ შეამცირა. (თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ვაღიაროთ რომ AirPods-ი მსოფლიოს ყველაზე დიდმა ნაწილმა დიდი ხანია უკვე შეიძინა)

რას ველოდებით Apple-ისგან

AirPods 3

ჭორების მიხედვით ეს AirPods 3-ის პირველი ფოტოა

სხვადასხვა წყაროების ცნობით, AirPods 3-ის გამოსვლის თარიღი Apple-მა რამდენჯერმე გადადო (მიზეზი უცნობია). იმედი ვიქონიოთ რომ მიზეზი დადებითია და Apple-ი რაიმე განსაკუთრებულის დანერგვას აპირებს.

iMac Pro

პროფესიონალური iMac-ი.

სრულფასოვანი, მძლავრი M სერიის iMac-ი 2021 წლის ბოლოს უნდა ვიხილოთ. 27 ინჩიანი, რომელიც Intel-ის iMac-ს ჩაანაცვლებს.

iPad 9 და iPad mini

iPad 8 ამჟამად იდეალური მოწყობილობაა მისი ფასის გათვალისწინებით, თუ Apple-ი მას ისეთივე მონსტრად აქცევს, როგორიც iPad Air 4-ია, საინტერესოა მოახერხებს თუ არა ფასის შენარჩუნებას (329 დოლარი). რაც შეეხება iPad mini-ს, ის 2020 წელს არ განახლებულა, მას თავისი მომხმარებელი ელოდება და სავარაუდოდ წელს იხილავენ.

iPhone 13 და Apple Watch 7

ეს ის ორი მოწყობილობაა რომელიც აუცილელბად ყოველ წელს შემოდგომაზე გამოდის. ისინი ყველაზე წარმატებულ პროდუქტებათ მიიჩნევა, როგორც ჩანს მათ კრიზისი არ შეეხება. საინტერესო იქნება Apple Watch SE-სა და iPhone SE-ს მომავალი.

MacBook Pro-ები, M2 ან MX პროცესორებით

ეს ალბათ ყველაზე მოეციური უნდა იყოს, რადგან ყველანი MacBook Pro-ს რედიზაინს ველოდებით. ეკრანი ჩარჩოების გარეშე და 14 ინჩიანი მოდელი. თხევადი Retina XDR ეკრანი და გაზრდილი კონექტორების რაოდენობა.

მოკლედ, საოცარი 8 თვე გველოდება მეგობრებო. Apple-ი წელსაც ტრადიციულად გაოცებულს დაგვტოვებს.

Tags: AppleiPadiPhoneMacWatch
Previous Post

Apple Watch 7 სისხლში შაქრის დონეს გაზომავს

Next Post

AirTag-ის გამძლეობა შეამოწმეს — ჩვენ გაგვაოცა

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.7k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
236
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
190
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
767
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
830
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
858
Next Post
AirTag-ის გამძლეობა შეამოწმეს — ჩვენ გაგვაოცა

AirTag-ის გამძლეობა შეამოწმეს — ჩვენ გაგვაოცა

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG