კომპანიამ უკვე პრაქტიკულად ყველაფერი გვიჩვენა და მოგვიყვა, ინსაიდერების წყალობით. ამას ამტკიცებს წყარო, რომლემაც გამოქვეყნა 12 სექტემბერის ღონისძიებაზე საჩვენებელი პროდუქტების ფოტოები და მონაცემები.
რასაკვირველია, 100%-ით ამ მონაცემებზე დაყრდნობა არ შეიძლება. ვინაიდან ოფიციალური დასტური ჯერ არ ყოფილა, ხოლო სურათები ჩინური წყაროებიდან მოდისძ. საბოლოო მონაცემები შესაძლოა განსხვავდებოდეს.
მაგრამ მაინც, თუ დავუჯერებთ სურათებს, მაშნ გამოდის, რომ:
iPhone Xs ორ ზომაში გამოვა, 5.8″ და 6.5″. პროცესორი A12 და 4 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება ჩამონტაჟებული იქნება შუშის კორპუსში, ფოლადის ჩარჩოებით.
მეხსიერების მოცულობა: 64, 256 და 512 გბაიტი.
ფასები: $899 — 5.8″ მოდელი, $999 — 6.5″ მოდელი.
6,1-დუიმიან მოდელს ერქმევა iPhone Xc. ის ხუთ სხვადასხვა ფერში გამოვა: წითელი, ლურჯი, ნაცრისფერი, ფორთოხლისფერი და თეთრი.
პროცესორი A12 და 3 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებით.
მეხსიერების მოცულობა: 64 და 256 გბაიტი.
ფასი: $749.
MacBook-ების ახალი თაობა მიიღებს ეკრანის თხელ კიდეებს და გამოვა 12″ და 13″ დუიმიან ვერსიებში.
ტექნიკური მონაცემები სამუწხაროდ ჯერ არ არის.
ახალი iPad Pro გამოვა ორ ვარიანტში: 11″ და 12.9″ დუიმიანი ეკრანებით და თხელი კიდეებით. ავთენტიფიკაცია მოხდება Face ID-ის მეშვეობით.
აპარატურულ მონაცემებს რაც შეეხება: გაძლიერებული A12X პროცესორი, Lightning და Smart Connector.
ფასი: $649 — 11″ მოდელი და $799 — 12.9″ მოდელი.
და ბოლოს. Apple Watch Series 4 განახლებულ დიზაინს მიიღებს და ეკრანის ზომა 15%-ით გაიზრდება. კორპუსის სისქე შემცირდება.
საათში ჩამონტაჟებული იქნება S4 პროცესორი W3 თანაპროცესორი. ყველა მოდლეი (38 და 42 მმ) გამოვა აგრეთვე LTE მოდელებით (საქართველოში კვლავაც არ იმუშავებს).
მეხსიერება: 16 გბაიტი.
ფასი: $329.