GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რატომ არ უნდა გაყიდოს Apple-მა AirPods-ები iPhone-თან ერთად

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
05/12/2019
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
657
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მიმდინარე სტატია მომზადებულია onoff.ge მხარდაჭერით. ყველაზე დიდი ტექნიკის ონლაინ კატალოგი საქართველოში. ვებ-გვერდის საშუალებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, შეადაროთ და შეიძინოთ ნებისმიერი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად.

მომხმარებლებს უყვართ iPhone. საიდუმლოს ეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ამ კონკრეტულ სმარტფონში გაერთიანებულია გამოყენების სიმარტივე, საიმედოობა, პრესტიჟი, დიზაინი და აქსესუარების მრავალფეროვნება. ოდნავ ნაკლებმა ადამიანმა იცის AirPods-ის შესახებ, მაგრამ ვინც იცის, ძალიან უყვარს ისინი. ამ ყურსასმენებისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა იმატა მას შემდეგ, რაც AirPods Pro გამოვიდა გაყიდვაში. ინტერნეტში სულ უფრო ხშირად გაისმის მომხმარებლების მოსაზრება, რომ დროა AirPod-ები iPhone-თან ერთად გაიყიდოს. მაგრამ ამას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე. მოდით, უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ საკითხზე.

საუბრები იმაზე, რომ AirPods შევა iPhone-ის კომპლექტაციაში, მას შემდეგ არსებობს, რაც ისინი გაყიდვაში გამოჩნდა. უცნაურია მოსაზრება, რომ კომპანია გადადგამს ასეთ ნაბიჯს, მაშინ როდესაც მხოლოდ წელს პირველად გაბედა და პრო ვერსიის ტელეფონის დამტენი 1 ამპერზე მეტი გახადა.

ზოგი კიდევ უფრო შორს მიდის და ფიქრობს, რომ უსადენო ყურსასმენთან ერთად ნაკრებში ასევე იქნება უსადენო დამტენი, მაგრამ ამისათვის ის მინიმუმ უნდა შეიქმნას და ყველამ ვიცით, როგორ ჩაუვარდა Apple-ს AirPower.

AirPods-ები iPhone-ის კომპლექტაციაში

ამჯერად, მე-12 თაობის iPhone ნაკრების შეცვლის შესახებ ჭორები DigiTimes-ის ანალიტიკოსებისაგან წამოვიდა. ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ წელს იცვლიან iPhone-ს და მათ ხშირად არ სჭირდებათ ახალი AirPod-ები. ამის ნაცვლად, უმჯობესია მოხდეს ფასის დაგდება. ამ არგუმენტს მეც ვეთანხმები ასი პროცენტით. უკეთესია მომხმარებელს მიეცეს არჩევანი და გადაწყვიტოს, რომელი სახის ყურსასმენი სჭირდება. ყველას, ვისაც Apple-დან არასტანდარტული კომპლექტაციის iMac-ის შესყიდვა გაუკეთებია, იცის როგორ უნდა შექმნას მორგებული ვერსია. თუ გსურთ შეიძინოთ iMac-თან ერთად trackpad, თქვენ უნდა გადაიხადოთ დამატებითი თანხა. ამავდროულად, ზედმეტი თანხა ტოლია თავად trackpad-ის საფასურის. თუ დამატებით გსურთ შეიძინოთ Final Cut Pro X, ეს იგივე დაგიჯდებათ თუ შეხვალთ App Store-ში და იქ იყიდით. უცნაურია, მაგრამ Apple-ის ნაცნობი ლოგიკაა.

ამ მხრივ, კუპერტინოსს არ აქვს არანაირი გამონაკლისები და ყურსასმენებთან მიმართებაშიც ზუსტად იგივე იქნება. iPhone-ის ფასი ნაკრების შეცვლის შემთხვევაში ზუსტად გაიზრდება AirPods-ის ღირებულებით და მომხმარებლისათვის არანაირი მოგება არ იქნება. კომპანია დაკარგავს მხოლოდ ახალ მომხმარებლებს, რომლებიც შეშინდებიან იმ ფასით, რომელიც მინიმუმ 160 დოლარით გაიზარდა.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ამ გზით Apple-მა შეიძლება შეეცადოს გაზარდოს AirPods-ის გაყიდვები, მაგრამ მეთოდი ძალიან სარისკოა.

AirPod-ები iPhone-ის პაკეტში არ არის საჭირო

ის ფაქტი, რომ iPhone-ისგან ცალკე ყურსასმენის შეძენა გაცილებით მარტივია, ჩვენ უკვე გავარკვიეთ. ახლავე უნდა დავამატოთ, რომ AirPods ხელმისაწვდომია სამ ვერსიაში, რომელთა შორის, გარდა ჩვეულებრივისა, არის ვერსია უკაბელო დატენვით და უახლესი AirPods Pro.

ჩემგან განსხვავებით, ჩემს მეგობრებს ყოველთვის ჰქონდათ AirPods. ისინი მოსახერხებელი იყო გარკვეულ სიტუაციებში. მაგრამ AirPods Pro-ს მოსვლის შემდეგ, მათი გამოყენება უფრო ხშირად დაიწყეს იმიტომ, რომ ეს ახალი მოდელი მართლა ძალიან მაგარია. ჩემს აზრს იზიარებს მილიონობით მომხმარებელი მთელს მსოფლიოში. და ბოლოს, AirPods გახდა მართლაც შესანიშნავი აქსესუარი.

ვფიქრობ, არც კი ღირს იმაზე ლაპარაკი, რომ Apple iPhone-ის კომპლექტაციაში არ დაამატებს AirPods Pro-ებს. ეს ძვირია, უაზრო და არ არის Apple- ის სტილი, რომ ყველაფერი საუკეთესო იყოს ერთ ყუთში. რაღაცის ყიდვა ცალკე უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში, ნაკრების გაფართოება კიდევ უფრო აბსურდი გახდება. გამოდის, რომ Apple აიძულებს მომხმარებლებს ჯერ შეიძინონ ჩვეულებრივი AirPods და ზედმეტი გადაიხადონ iPhone-ში, შემდეგ კი ცალკე შეაძენინონ AirPods Pro. აი ეს კი ჩემი აზრით არასწორია.

ამავე დროს, საკმარისია კომპანიამ გადადგას ერთი ლამაზი ნაბიჯი და პირიქით, იგი გახდება გმირი მომხმარებლების თვალში. მათ უბრალოდ უნდა ჩადონ ლამაზი ბარათი ყუთში, რომელზეც ვაშლი იქნება დახატული და ლაკონური წარწერა იმის შესახებ, რომ ახალი iPhone-ის ბედნიერ მფლობელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ნებისმიერი AirPods 50 აშშ დოლარის ფასდაკლებით. ეს ნამდვილად გაახარებს ბევრ პოტენციურ მყიდველს და ალბათ, გაზრდის მათ რაოდენობას.

ყურსასმენის თითოეულ კონკრეტულ ეგზემპლარზე მოგების შემცირებაც კი შეიძლება ანაზღაურდეს გაყიდვების ზრდით. გაიხსენეთ, როგორ დაიწყო AirPods-ის გამოჩენა. თავიდან ისინი ერთეულებს ჰქონდათ, შემდეგ კი, რაც უფრო ხშირად ვხედავდით ქუჩაში, უფრო მეტ ადამიანს სურდა მათი შეძენა.

Tags: iPhone
Previous Post

კრიმინალებს Apple Watch-ის მოპარვა ძვირად დაუჯდათ

Next Post

დადასტურდა: Qualcomm მუშაობს 5G-ზე iPhone-ისთვის

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iOS 16.4-ში დაემატება ხმის იზოლაცია რეგულარულ ზარებზე
სიახლეები

iOS 16.4-ში დაემატება ხმის იზოლაცია რეგულარულ ზარებზე

22/03/2023
138
სამსუნგი ისევ თაღლითობს. Galaxy-ს კამერა ღამე მთვარეს აყალბებს
სიახლეები

სამსუნგი ისევ თაღლითობს. Galaxy-ს კამერა ღამე მთვარეს აყალბებს

15/03/2023
658
როგორ უწევს Apple-ს თავის დამცირება Samsung-ის ეკრანების გამო
სიახლეები

როგორ უწევს Apple-ს თავის დამცირება Samsung-ის ეკრანების გამო

10/03/2023
252
AirPods-ი 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ყურსასმენია
სიახლეები

AirPods-ი 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ყურსასმენია

08/03/2023
61
iPhone 13 მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი გახდა
სიახლეები

iPhone 13 მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი გახდა

07/03/2023
139
პასუხი ChatGPT-ზე? Apple-ი წინა პლანზეა
სიახლეები

პასუხი ChatGPT-ზე? Apple-ი წინა პლანზეა

20/02/2023
186
Next Post
დადასტურდა: Qualcomm მუშაობს 5G-ზე iPhone-ისთვის

დადასტურდა: Qualcomm მუშაობს 5G-ზე iPhone-ისთვის

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG