GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
08/08/2022
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?
1.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორც იცით Apple-ი სტანდარტულად ახალ iPhone-ებს სექტემბრის დასაწყისში წარადგენს ხოლმე, ხოლო გაყიდვები წარდგენიდან დაახლოებით 10 დღეში იწყება. წელს ტრადიცია სავარაუდოდ დაირღვევა და გაყიდვების დაწყება გადაიდება.

მიზეზი, არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა. ჩინეთის ხელისუფლების ახალი კანონების მიხედვით, იკრძალება გადაზიდვის დოკუმენტებში სახელების „ტაივანის“ ან „ჩინეთის რესპუბლიკის“ გამოყენება.

Apple-ის ქარხნებმა ჩინეთში შესაძლოა დიდი რაოდენობით კომპონენტები ვერ მიიღონ. ამის გამო, ჩინეთის ქარხნებში შესული კომპონენტები, უკან ტაივანში უნდა დაბრუნდეს და დოკუმენტები ხელახლა დაიწეროს.

ასეთი ვითარების გამო, Apple-მა პირველად ისტორიაში, ჩინეთთან ერთად ინდოეთშიც დაიწყო iPhone 14-ს წარმოება. აქამდე სხვა ქვეყნებში წარმოება მხოლოდ ჩინეთში დაწყებიდან რამდენიმე თვეში ხდებოდა ხოლმე.

Apple-ის ღონისძიება

iPhone 14-ს წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, Apple-მა უკვე დაიწყო ღონისძიების ჩაწერა. როგორც ზოგიერთ წყაროში იწერება, სავარაუდო თარიღი 13 სექტემბერია და ის კვლავ ცარიელი ტრიბუნებით გაიმართება.

ამ შემოდგომაზე ორ ღონისძიებას ველოდებით, სექტემბერში სადაც მთავარი პროდუქტები iPhone 14 და Apple Watch 8 იქნება, ხოლო მეორეს ოქტომბერში, სადაც მთავარი პროდუქტები Mac-ი და iPad-ი იქნება.

რა ეღირება ახალი iPhone-ი?

წარმოების სირთულეების მიუხედავად, ტიმმა გადაწყვიტა რომ საბაზისო მოდელებზე ფასი არ გაზარდოს, ამ შემთხვევაში იგულისხმება iPhone 14, ხოლო რაც შეეხება iPhone 14 Pro-სა და Pro Max-ს, მათი ფასი გაიზრდება: 1099 და 1199 დოლარი.

iPhone 14 – 799 დოლარი;
iPhone 14 Max-ი — 899 დოლარი;
iPhone 14 Pro — 1099 დოლარი;
iPhone 14 Pro Max — 1199 დოლარი;

Tags: AppleiPhone
Previous Post

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

Next Post

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.7k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
237
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
192
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
771
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
843
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
858
Next Post
iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG