2018 წლიდან Apple-მა წარმოგვიდგინა iPhone-ები, რომლებსაც 2 სიმ-ბარათის მხარდაჭერა აქვთ. მოდელების უმეტესობას აქვს ერთი ფიზიკური სიმ-ბარათი, ხოლო მეორეს „ჩაშენებული“ eSim (ელექტრონული სიმ-ბარათი). მაგალითად: ჩემ iPhone 11-ს აქვს eSim-ის მხარდაჭერა. რაც შეეხება ჩინეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელებს, ისინი ყველა ორი ფიზიკური სიმ-ბარათის ღრეჩოთი არიან აღჭურვილი.
ორი SIM ბარათის მხარდაჭერა ასეთ მოდელებშია:
- iPhone XR
- iPhone XS Max
- iPhone 11
- iPhone 11 Pro
- iPhone 11 Pro Max
გაითვალისწინეთ რომ არ არსებობს ორმაგი ღრეჩო iPhone XS-სთვის.
პირველი რითიც შეგიძლიათ მიხვდეთ თქვენი iPhone ორ სიმ-ბარათიანია თუ არა, შეგიძლიათ ნახოთ თავად სიმ-ბარათის ღრეჩო როგორ გამოიყურება, ის სტანდარტულისაგან განსხვავდება:
როგორ უნდა გაიგოთ თქვენი iPhone-ის ნომერი?
Settings >> General >> About და აქ არის მეოთხე სექცია Model Number. ამ სექციის განსწვრივ შეეხებით ერთხელ და დაინახავთ თქვენი მოდელის ნომერს.
მეორე ალბათ უფრო მარტივი ხერხი ასეთია, უბრალოდ ნახეთ თქვენი მოდელის ნომერი:
ქვემოთ ჩამოთვლილ მოდელებს ერთი სიმ-ბარათის მხარდაჭერა აქვთ:
- iPhone XR A1984, A2105, A2106
- iPhone XS Max A1921, A2101, A2102
- iPhone 11 A2111, A2221
- iPhone 11 Pro A2160, A2215
- iPhone 11 Max Pro A2161, A2218
ქვემოთ ჩამოთვლილ მოდელებს აქვთ ორი სიმ-ბარათის მხარდაჭერა:
- iPhone XR A2107, A2108
- iPhone XS Max A2103, A2104
- iPhone 11 A2223
- iPhone 11 Pro A2217
- iPhone 11 Max Pro A2220
სულ ესაა, ახლა გეცოდინებათ აქვს თუ არა თქვენს iPhone-ს ორი სიმ-ბარათის ღრეჩო.