GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

როგორ გვატყუებენ მსხვილი კორპორაციები

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
14/08/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
სამსუნგი: ჩვენ პრობლემები გვაქვს

სამსუნგი: ჩვენ პრობლემები გვაქვს

561
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ის, რომ კორპორატიული სტატისტიკა და ანგაირშგება ფიქციაა, დიდი ხანია ცნობილია. პრობლემა უბრალოდ იმაშია, რომ ერთხელ საზოგადოების ცნობირებაში ჩაჯდომის შემდეგ, საკუთარი ცხოვრება უჩნდებათ და ერთგვარად ჩრდილავენ რეალობას. ზუსტად იგივე მოხდა Samsung-ის შემთხვევაშიც. მოდი, უფრო დეტალურად გავერკვეთ საკითხში.

როგორც კი მკაფიოდ გავიაზრებთ, რომ კორპორაციები გვატყუებენ, ჩვენ შევწყვეტთ კომპანიების ინფორმაციის ბრმად აღქმას, მაგრამ საკმარისია იმავე კომპანიებისაგან მივიღოთ ანგარიშგება/სტატისტიკური მონაცემები, ჩვენ იმავ წუთს ვიჯერებთ ამ ინფორმაციას და ვერ წარმოგვიდგენია, რომ ეს შეიძლება ტყუილი აღმოჩნდეს.

ჩვენი ბლოგის მკითხველები უკვე საქმის კურსში არიან Apple-სა და Samsung-ს შორის არსებული სასამართლო დაპირისპირების შესახებ. საქმემ ბოლო კვირის განმავლობაში კრიტიკულ დაძაბულობას მიაღწია. დავა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ამჯერად ამოტივტივდა ფრიად საინტერესო ინფორმაცია, რამაც შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს Samsung-ის იმიჯზე. კორეელები სასამართლო დარბაზში მოუმზადებლები მოვიდნენ, თვლიდნენ რა რომ საქმე პრაქტიკულად მოგებული ჰქონდათ.

პრაქტიკულად მოგება არ გამოვიდა, ვინაიდან იმ მასალებიდან, რომლებმაც გამოჟონეს სასამართლო დარბაზიდან, ნებისმიერი გონიერი ადამიანისათვის გასაგები გახდება: Samsung დიდი ხნის განმავლობაში და თანაც საკმაოდ ნაყოფიერად იპარავდა Apple-ის იდეებსა და კონცეფციებს.

თუმცა ჩვენი დღევანდელი სტატია ამ საკითხს არ ეხება, ჩვენ უკვე საკმარისად გავაშუქეთ ეს მომენტი ჩვენს ბლოგში. ბოლო-ბოლო Samsung ერთადერთი არაა, ვინც ამხილეს ქურდობაში — საინფორმაციო ტექნოლოგიების სამყაროში ეს ხშირი შემთხვევა, სამწუხაროდ. როდესაც ჩვენი სტატიის დასაწყისში მე ვახსენე, რომ კორპორაციები გვატყუებენ, მე ვიგულისხმე სტატისტიკის გაყალბება, რასაც ფრიად სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

დავუბრუნდეთ Apple vs. Samsung სასამართლო პროცესს. როგორც არ უნდა ვაკრიტიკებდეთ ამერიკულ სასამართლო სისტემას მისი სასამართლომდე შეთანხმებებითა და პრეცენდენტული სისტემით, ერთი ნამდვილად შეგვიძლია ვაღიაროთ — ამერიკული სასამართლო სისტემა ფრიად გახსნილია. ამერიკული სასაამრთლო ამ სიტყვის სრული გაგებით ბოლომდე გამოწურავს ხოლმე მოპასუხესა და მომჩივანს (თანაბარი ოდენობით) და აიძულებს სრულად წარმოადგინოს ყველა ფაქტი, თუ დეტალი. ხოლო შემდგომ მთელი ეს ინფორმაცია ხდება საჯარო წვდომის საგანი და დეტალების გაცნობა ყველას შეუძლია.

სწორედ ასე მოხდა ახლაც. ამოტივტივდა ისეთი საინტერესო შეუსაბამობები Samsung-ის საჯარო და რეალურ ანგარიშგებას შორის, რომ უბრალოდ სასაცილო ხდება, სატირალი რომ არ იყოს.

ჩვენ ყვლას გვახსოვს რევოლუციური პლანშეტის Samsung Galaxy Tab-ის გაყიდვების გრანდიოზული წარმატება, რაც, ზოგიერთის მტკიცებით Apple-ის დასასრულის დასაწყისი იყო. მაგრამ საიდან ვიცით ჩვენ ამ წარმატების შესახებ? როგორ თუ საიდან: უშუალოდ Samsung-ისაგან! 2010 წლის დეკემბერში მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ სულ რაღაც სამ კვირაში აშშ-ში დებიუტის შემდგომ გაიყიდა 1 მილიონი პლანშეტი!

კიდევ ორი თვის შემდგომ Samsung-მა გვამცნო, რომ გაყიდვებმა 2 მილიონს გადააჭარბა. აი ისიც — წარმატება, რომელთანაც მონდომებული და მრავალტანჯული კორეელები უამრავი დამცირებისა და გაჭირვების გზით მივიდნენ.

და აი, სულ რამდენიმე დღის წინ Samsung-მა სასამართლოს მოთხოვნით წარმოადგინა დოკუმენტები გაყიდვების შესახებ. და რას ვხედავთ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით? აი რას: 2010 წლის მეოთხე კვარტალში Samsung-მა გაყიდა 262 ათასი ტაბლეტი, ხოლო 2011 წლის პირველ კვარტალში — 77 ათასი.

და ეს — მილიონისა და ორი მილიონის მაგივრად, რაზეც ამდენს გაჰყვიროდა Samsung. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის: გასული კვირის IDC-ის პრეს-რელიზში ნათქვამი იყო 2 მილიონ 391 ათასი ტაბლეტის გაყიდვის შესახებ Samsung-ის მხრიდან 2012 წლის მეორე კვარტალში და ეს 117.6%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. მაგრამ სასამართლოში წარმოდგენილი ინფორმაციით 2012 წლის მეორე კვარტალში Samsung-მა გაყიდა მხოლოდ… 37 ათასი ტაბელტი და ეს მაჩვენებელი 86%-ით ნაკლებია გასული წლის შედეგებზე.

როგორც ხედავთ, ამერიკელ მოსამართლეს აქვს საშუალება და უფლება, რათა გამოამზეუროს მონაცემები მხოლოდ აშშ-ში განხორციელებული ოპერაციების შესახებ, ამიტომ Samsung-ს ჯერ კიდევ აქვს მცირედი იმედი, რომ რამენაირად გაამართლებს ამ ციფრების სხვაობას სხვა ქვეყნების ბაზრებით.

მოდი ვივარაუდოდ, რომ აშშ-ში კორეელებს საქმე საშინლად წაუვიდათ, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში — ძალიან კარგად. მაშნ გამოდის, რომ ა-ში მათ გაყიდეს 37 000 ტაბლეტი, ხოლო სხვა ქვეყნებში 2 391 000 — 37 000 = 2 354 000. ანუ აშშ-ში გაყიდა 1.5%, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში — 98.5%.

და თქვენ გჯერათ ამისი? იმავე დოკუმენტებით, გამოდის, რომ Apple თავისი ტაბლეტების 42%-ს აშშ-ს ბაზარზე ყიდდა და ეს მაჩვენებელი 26%-ზე დაბლა არასოდეს ჩამოსულა.

რომ დავუჯეროთ ამ ციფრს, 1.5%-ს, მაინც ულამაზო რამე გამოდის: ჯერ ერთი, არ ედრება ერთმანეთს გამოცხადებული 2 მილიონი და რეალური 339 ათასი (262 ათასი + 77 ათასი), მეორეც, ისეთ ქვეყანაში, როგორიც აშშ-ია, 37 ათასი ტაბლეტის გაყიდვით ვინმეს ბაზრიდან განდევნაზე ოცნება უბრალოდ ბოდვაა, ხოლო მოცემული შედეგი — უბრალოდ სამარცხვინო. შეხედეთ გრაფიკს, წითელი, მიკროსკოპიული სვეტები გახლავთ Samsung-ის შედეგები.

აი, ასე იმსხვრევა მითები წარმატებებზე, მილიონებზე და საბოლოოდ მხოლოდ ტყული შეგვრჩება ხელთ. ტყუილი, რომელიც Samsung-ს დაღუპავს.

წყარო: fortune.cnn.com

Previous Post

Google ჯარიმას იხდის

Next Post

სტივ ჯობსის სახლი გაქურდეს

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს
სიახლეები

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს

22/06/2022
75
iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს
სიახლეები

iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს

16/06/2022
447
iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება
სიახლეები

iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება

14/06/2022
207
Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა
სიახლეები

Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა

08/06/2022
93
ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით
სიახლეები

ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით

04/06/2022
454
iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს

24/05/2022
334
Next Post
ჯობსის გონი

სტივ ჯობსის სახლი გაქურდეს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG