აშშ-ს Samsung-ის ტვიტერის გუნდმა პრეზენტაციასთან დაკავშირებით iPhone-იდან დატვიტა.
ტვიტი დადებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა, თუმცა ინტერნეტ სივრცეს მაინც არ გამოპარვია.
Samsung-მა თავისი მოწყობილობების რეკლამირებისათვის პირველად არ დატვიტა iPhone-იდან. მსგავსი რამ 2018 წელსაც მოხდა, როცა ასევე მალევე წაშალეს ტვიტი.
გარდა ამისა ცნობილია რომ Samsung-ის სხვადასხვა ელჩები iPhone-ის მომხმარებლები არიან. [ Appleinsider ]