Siri-ს ერთ-ერთი ავტორი, დეგ კიტლაუსი, რომელიც კომპანიაში 2010 წელს გადმოვიდა, ტოვებს თანამდებობას. თუმცა მისი წასვლა ხელმძღვანელობის მიერ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, კიტლაუსის გადაწყვეტილება არ არის ნაკარნახევი რაიმე წყენით, ან ნეგატიური ამბებით. როგორც გავიგეთ, გადაწყვეტილება ადრევე იქნა მიღებული.
სხვა საკვანძო დეველოპერები თავიანთ ადგილზე რჩებიან. როგორც ცნობილი გახდა, კიტლაუსი იმუშავებს „ახალ სამეწარმეო იდეებზე“ და უფრო მეტ დროს გაატარებს ოჯახთან ერთად.
წყარო: slashgear.com