ბევრი ჩვენი მკითხველისათვის ეს ინფორმაცია ნამდვილი აღმოჩენა იქნება. მოიხედავად ამისა, ქვემოთ მოთხრობილი ისტორია სრული სიმართლეა: 1985 წელს კომპანია ეფლის ხელმძღვანელი ნამდვილად ეწვია საბჭოთა კავშირს, რათა გაეფორმებინა ხელშეკრულება Mac-ების იმპორტზე. თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ უოლტერ აიზექსონის წიგნში ამოვიკითხე და გადავწყვიტე უფრო დეტალურად შემესწავლა ეს ამბავი. აი რა გავარკვიე.
1985 წლის ზაფხულში სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმატიკის პრობლემების ინსტიტუტი აწარმოებდა იმპორტული პერსონალური კომპიუტერების მომწოდებელი ორგანიზაციის შერჩევას. აღნიშნული კომპიუტერები გამოყენებული იქნებოდა ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საწყისების სწავლებისათვის სკოლებში. სამუშაოები ტარდებოდა სსკპ (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია) ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა კაბინეტის 1985 წლის 28 მარტის ერთობლივი #271 დადგენილების ფარგლებში. იმავე წლის 4 ივლისს ინსტიტუტში შედგა შეხვედრა ეფლის წარმომადგენლებთან — კომპანიის მაშნდელ ხელმძღვანელთან სტივ ჯობსთან და ვიცე-პრეზიდენთან ალბერტ აიზენშტადთან.
შეხვედრის დასაწყისში სტივ ჯობსმა გამოთქვა სურვილი თავდაპირველად ათიდან თორმეტამდე კომპიუტერის გამოგზავნაზე და მათ ინსტალაციაზე, ხოლო სექტემბერ-ოქტომბერში სემინარის ჩატარებაზე 200-250 მონაწილეზე ამ კონპიუტერების შესწავლის მიზნით. ჯობსმა განაცხადა, რომ მისი კომპანია აქტიურად ეწევა კომპიუტერულ განათლებას აშშ-ში. ამის შემდეგ ჩატარდა სემინარი, სადაც სიტყვით კვლავ სტივ ჯობსი გამოვიდა. ერთ-ერთმა მონაწილემ ჩაიწერა ეს გამოსვლა. გთავაზობთ სტივ ჯობსის სიტყვას სრულად:
„მე — Silicon Valley-იდან ვარ, კალიფორნიის შტატიდან. ელექტრონიკა სისხლში მაქვს. ათი წლის წინ ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში გამოქბეყნებული იყო სტატია ბიოლოგიური არსებების გადაადგილების ეფექტურობის შესახებ. პირველ ადგილზე მოხვდა კონდორი. მაგრამ ასევე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა ადამიანის ეფექტურობა ველოსიპერდზე. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელსაწყოები შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
კომპიუტერი — ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერების ხელსაწყოა. რა არის კომპიუტერი? ერთი მხრივ, ახალი საშუალება, ისევე როგორც გაზეთები, რადიო, ან ტელევიზია. მაგრამ ამავდროულად, ის არის პროგრამირების სპეციალური ხელსაწყო. კითხვა — რა განსხვავებაა სატელევიზო და კომპიუტერულ პროგრამას შორის? ყველა კარგად იცნობთ სატელევიზიო პროგრამებს. კომპიუტერული პროგრამები უამრავ სიახლეს შეიცავენ, მაგრამ ყოველი მათგანი ემორჩილება ერთ მთავარ პრინციპს — ინტერაქტიულობას. რატომ ხარჯავენ ადამიანები ყოველწლიურად 1 მლრდ. დოლარზე მეტს ვიდეო-თამაშებზე? იმიტომ, რომ ასეთი თამაშები გვთავაზობენ ინტერაქტიულ ურთიერთქმედებას. ამ პროცესის აკადემიური სახელი იქნება მოდელირება. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ კომპიუტერი, როგორც ახალი საშუალება და განვახორციელოთ უფრო რთული მოდელირება პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით — და ეს რევოლუციას მოახდენს განათლებაში.
ვიდეო-თამაშებს 7-8 წლის ბავშვები თამაშობენ და მუდმივად ხდება ამ თამაშების გართულება. ეს ყველა ძლიერი პროცესია. ჩვენი ცხოვრების განმავლობაში კომპიუტერები ასევე სულ უფრო რთული ხდება. შესაძლოა, მათი საშუალებით შესაძლებელი იქნება სამყაროზე საერთო ხედვის მიღება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია ცივილიზაციის პროგრესისათვის. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ შრომები, მაგრამ არ შეგვიძლია დავსვათ კითხვები. მაგრამ შესაძლოა, ჩვენი შვილები, მათი შვილები შეძლებენ კომპიუტერის საშუალებით კითხვების დასმას ლენინისადმი.
მე რომ მყავდეს შვილები, მე მათ ვასწავლიდი Apple II და Macintosh კომპიუტერებზე. ახლა Macintosh, რომელიც Motorola 68000 პროცესორზე მუშაობს, აშშ-ს ბევრ კოლეჯში გამოიყენება. ამ დროისათვის უკვე გაყიდულია 2 მლნ. Apple II და 400 ათასი Macintosh. ყოველ თვე იწარმოება დაახლოებით 50 000 Apple II და 20 000 Macintosh. ამ კომპიუტერებზე მუშაობის შესწავლა 40-50 საათში შეიძლება. სპეციალისტისათვის ეს კარგია, მაგრამ რიგითი მომხმარებლისათვის — ძალიან ბევრი. IBM PC-ის 800 გვერდიანი დოკუმენტაცია მოყვება და სრულიად შესაძლებელია მისი შესწავლა.
Macintosh-ზე გადასვლა მოითხოვს 512×342 წერტილს ეკრანზე (ახალი ინტერფეისი). პროგრამული უზრუნველყოფა ორ ნაწილად იყოფა: ხელოვნური ინტელექტი და ყველა დანარჩენი. დანარჩენს განეკუთვნება მაგალითად UNIX და C — სისტემური საშუალებებია, მაგრამ ძალიან ცოტაა სამომხმარებლო პროგრამები. გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა სულ უფრო რთულდება. ეს კარგია სპეციალისტისათვის, მაგრამ არანაირად ყველა დანარჩენისათვის. საჭიროა სხვანაირი პროგრამების შემუშავება.
ხელოვნური ინტელექტის სფეროში არის LISP პროგრამირების ენა, არის სპეციალური და ძვირადღირებული LISP-კომპიუტერი. LISP IBM PC-ზე ძალიან ნელა მუშაობს. Common LISP Macintosh-ზე 52-ჯერ უფრო სწრაფად სრულდება, ვიდრე IBM PC-ზე, — როგორც სიმბოლური მანქანა; შესაბამისად, მცირდება ღირებულება, იქმნება ექსპერიმენტალური სისტემა.
კვლევის ბოლო მიმართულება — მეორე დარგია: აპარატურული უზრუნველყოფა (RISC-პროცესორები). M68000-ს შეუძლია 500 სხვადასხვა ოპერაციის შესრულება, 10-ჯერ უფრო მეტის, ვიდრე PDP-8-ს. ეს არ არის ძალიან კარგი. კრისტალის ფართობის სამი მეოთხედი გამოიყენება 450 დამატებითი ბრძანების შესასრულებლად. ჩვენ გვაქვს ზეჭკვიანი კომპილატორები. ასეთ კომპილატორს 50 ინსტრუქციაც ყოფნის, რაც ათავისუფლებს ფართობის 75%-ს კეშისა და რეგისტრებისათვის. შესაბამისად ჩქარდება პროცესორი. პროგრამული უზრუნველყოფის დარგში კვლევის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ობიექტზე ორიენტირებულ ენებზე — ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.“
სემინარის და სტივ ჯობსის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა ვიწრო წრეში. საბჭოთა მენციერებთან ურთიერთობისას ჯობსმა განაცხადა:
„მე მაინტერესებს არა პოლიტიკა, არამედ სამეცნიერო კონტაქტები. ძალიან მინდა შევხვდე მ. გორბაჩოვს. ჩვენ ჩამოვედით ჩვენი ინიციატივით და თანამშრომლობის გზები გვინდა შევისწავლოთ. არ არის საჭირო სათამაშო მანქანების შექმნა. ჩვენ გამოგიგზავნით სასწავლო კლასს, მოგაწვდით ინფორმაციას მისი გამოყენების გამოციდლების შესახებ. ჩემი რჩევაა — გამოიყენეთ Apple II განათლების სფეროში“.
ამის შემდეგ ჯობსმა ითხოვა კირილიცის კოდიფიკაციის სტანდარტისა და კლავიატურის სქემის გადაცემა. ეს მასალები მან მეორე დღეს მიიღო, სასტურმო „ინტურისტში“, 824 ნომერში. შეხვედრის დასასრულს სტივ ჯობსმა აკადემიკოს ნაუმენკოს გაწოდა საფოსტო ბარათი კრემლის ხედებით და სთხოვა რუსულად დაეწერა „მე შენ მიყვარხარ“. მას სურდა ამ ბარათის შეყვარებული გოგონასათვის გაგზავნა.
„წარმომიდგენია, როგორ გაოცდება“, ჩაიცინა სტივმა.
სხვათშორის, ეს ყველაფერი მოხდა ჯობსის სკანდალური დათხოვნის შემდეგ. სტივი მოხსნეს Macintosh-ის პროექტის ხელმძღვანელის პოზიციიდან, მაგრამ დატოვეს გამგეობის თავმჯდომარეთ. თუმცა, ვინაიდან დირექტორთა საბჭო ჯონ სკალის, კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელის მხარეზე იყო, ჯობსს ამ პოზციის დატოვებაც მოუწია.
აიზექსონის წიგნში ასევე საინტერესოდ არის მოთხრობილი იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო ჯობსმა აშშ-ს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დარწმუნება იმაში, რომ კომპიუტერების მიწოდება არც ისე კეთილმეზობლურ საბჭოთა კავშირში ხელსაყრელი იქნებოდა. პალატაში შეხვედრისას მას აუხსნეს, რომ ამრიკული მხრიდან არსებობდა მთელი რიგი შეზღუდვები, თუ რისი გაყიდვა შეიძლებოდა სსრკ-ში და რისი — არა. და კომპიუტერები სწორედ რომ აკრძალულ სიაში იყო. ჯობსი პალატის თანამშრომლებთან და აშშ-ს მაშინდელ ვიცე-პრეზიდენთან, ჯორჯ ბუშთან ერთად მიუჯდა მოლაპარაკების მაგიდას. მისი არგუმენტი შემდეგი იყო: რატომ უნდა ავკრძალოთ კომპიუტერების იმპორტი საბჭოთა კავშირში, მაშინ როდესაც დისიდენტებს შეეძლებათ პროკლამაციებისა და აკრძალული გაზეთების ბეჭდვა.
ასევე საინტერესოა შემდეგი ფაქტი. სსრკ-ში ვიზიტისას, სტივ ჯობსს სავარაუდოთ უნდოდა ���ასზე მიჩენილი სუკ-ის აგენტის კეთილგანწყობის მიღება და განაცხდა, რომ ის აღფრთოვანებულია ლევ ტროცკის პიროვნებით. სტივმა მაშინ განაცხადა, რომ ამ ადამიანში ნამდვილ რევოლუციონერსა და მეობოხეს ხედავდა, რომელიც აჯანყდა სისტემის წინააღმდეგ. მაგრამ ვინაიდან იმ პერიოდში ტროცკი ოდიოზურ ფიგურად იყო მიჩნეული, ჯობსს ურჩიეს დიდათ არ წარმოჩინა ეს აზრი. როგორც ყოველთვის, ჯობსი ისე მოიქცა, როგორც ჩათვალა საჭიროდ და თავის გამოსვალში საკმაო დრო დაუთმო ლევ ტროცკის. გასაგები მიზეზების გამო, მისი შეხვედრა გორბაჩოვთან ჩაიშალა.
პ.ს. არსებობს კიდევ ერთი ისტორია. ამ შეხვედრების შემდეგ, დაღლილი ჯობსი მასპინძლებმა საზეიმო სადილზე დაპატიჟეს, რესტორან „არაგვში“ (იყო ასეთი რესოტორანი მოსკოვში). თუმცა მათ ვერ გაითვალიწინეს სტივ ჯობსის ვეგეტარიანობა და სუგრაზე უხვად დაახვედრეს ქართული სამზარეულოს ხორციანი კერძები. სტივმა ერთი შეხედა სუფრას და სიტყვის უთქმელად დატოვა რესტორანი, რიტაც დიდ საგონელებლში ჩააგდო საბჭოთა მასპინძლები. შესაძლოა, სწორედ მას შემდეგ მას გარკვეული ნეგატიურო დამოკიდებულება ჰქონდა საქართველსოთან, რასაც დღემდე ვიმკით ქართველი მომხმარებლები.