GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

თქვენი სმარტფონის დაჩქარების 9 გზა

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
02/04/2020
in ხრიკები
Reading Time: 1 min read
A A
0
812
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გამორთეთ თქვენი სმარტფონი

შეეცადეთ იპოვოთ ძალა, არ ისარგებლოთ ტელეფონით, როდესაც ის იტენება. შესაბამისად, სმარტფონი არ მოიხმარს აკუმულატორის ენერგიას და უფრო სწრაფად დაიტენება. ეს არის ყველაზე მარტივი და აშკარა მოქმედება, რომლის გაკეტებაც შეგიძლიათ.

განათავსეთ მოწყობილობა ფრენის რეჟიმში

მობილური ქსელთან დაკავშირება, ასევე Wi-Fi და Bluetooth-ის გამოყენება სწრაფად ხარჯავს აკუმულატორის მუხტს. თუ რაიმე მიზეზით ვერ გამორთეთ თქვენი სმარტფონი, მაშინ მინიმუმ გადაიყვანეთ ფრენის რეჟიმში. და დატვირთვა შემცირდება.

ნუ თამაშობთ, ან უყურებთ ვიდეოს

ეს ასევე საკმაოდ ენერგიას მოიხმარს. როდესაც რაიმე მძლავრი გრაფიკულ თამაშს უშვებთ, აკუმულატორის მუხტი დნება თვალსა და ხელს შუა, მაშინაც კი, თუ გაჯეტი ელექტროწყაროსთან არის დაკავშირებული.

გამოიყენეთ დამტენი სწრაფი დატენვის ფუნქციით

თანამედროვე სმარტფონების უმეტესობა აღჭურვილია ე.წ. სწრაფი დატენვის ფუნქციით. ეს მუშაობს ასე: სპეციალური ადაპტერი საშუალებას აძლევს აკუმულატორს მიიღოს მეტი ძაბვა და დენი, ასე რომ ის სწრაფად იტენება.

შეამოწმეთ თქვენი სმარტფონის სპეციფიკაციები და დარწმუნდით, რომ იგი მხარს უჭერს სწრაფ დატენვას. თუ ასეა, შეიძინეთ სპეციალური დამტენი, რომლის სპეციფიკაციებში მითითებულია Quick Charge.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დაჩქარებული დატვირთვა შესაძლებელია მხოლოდ ბატარეის მოცულობის გარკვეულ პროცენტამდე — შემდეგ პროცესი შენელდება ისე, რომ აკუმულატორი არ გადახურდეს. ასე რომ, ეს იდეალურია იმ შემთხვევაში, როდესაც სმარტფონი ნულამდეა დაცლილი და სასწრაფოდ გასასვლელი ხართ სადმე.

გამოიყენეთ დენის როზეტი და არა USB პორტი

თქვენი კომპიუტერის USB პორტი, ან მანქანის დამტენი უზრუნველყოფს უფრო ნაკლებ ენერგიას, ვიდრე დენის როზეტი. ამიტომ მათგან სმარტფონი უფრო ნელა იტენება. დამუხტვის მაქსიმალური სიჩქარის მისაღწევად, მოწყობილობა პირდაპირ დენის როზეტთან დააკავშირეთ.

ამჯობინეთ კაბელით დატენვა უსადენოს

უსადენო დატენვა ძალიან მოსახერხებელი რამ არის, თუ გსურთ სმარტფონის უბრალოდ დადება და მისი დავიწყება. მაგრამ როდესაც საჭიროა აკუმულატორის შევსება რაც შეიძლება სწრაფად, უმჯობესია აირჩიოთ კავშირი ელექტრომო წყაროსტან კაბელის საშუალებით.

გამორთეთ სინქრონიზაციის პროცესი

თუ შეუძლებელია გაჯეტის დაკავშირება დენის რიზეტთან და მხოლოდ კომპიუტერი არის თქვენს ხელთ, იძულებული იქნებით გამოიყენოთ USB პორტი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, პროცესი შეიძლება ოდნავ დაჩქარდეს. ამისათვის, კაბელის შეერთების შემდეგ, აირჩიეთ რეჟიმი „მხოლოდ დატენვა“. თქვენ ვერ შეძლებთ ფაილების გადაცემას თქვენს სმარტფონში, მაგრამ ბატარეის დატენვა ცოტათი აჩქარდება.

არ გადაახუროთ და არ გადააცივოთ სმარტფონი

ჭარბი გათბობის ან გაციების დროს, აკუმულატორი უფრო ნელა იმუხტება და უფრო სწრაფად კარგავს მუხტს. და საერთოდ, სიცხე და სიცივე უარყოფითად მოქმედებს აკუმულატორის ჯანმრთელობაზე.

ამიტომ ნუ დაყენებთ მოწყობილობას ცივ ადგილებში, ან, პირიქით, ფანჯრის რაფაზე. თუ ოთახში ცხელა, მინიმუმ მოწყობილობას მოხსენით შალითა.

გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის დენის კაბელები

იდეალური იქნება თქვენი სმარტფონის დატენვა მწარმოებლის მიერ მოწოდებული კაბელის საშუალებით და დამტენი მოწყობილობით. თუ ორიგინალი დაკარგეთ, უმჯობესია იგივე შეუკვეთოთ, ვიდრე შეიძინოთ პირველი, რომელსაც იპოვნით რომელიმე მაღაზიაში.

რა თქმა უნდა შენიშნავდით, რომ მაღალი ხარისხის კაბელებიდან სმარტფონი უფრო სწრაფად იტენება, ვიდრე არა ორიგინალიდან.

Tags: iPhone
Previous Post

დღეს Apple- ს დაბადების დღე აქვს. ის 44 წლისაა

Next Post

iPhone SE შესაძლოა დღეს გამოვიდეს — ახალი დეტალები

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი
სიახლეები

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი

21/03/2022
923
როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე
ხრიკები

როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე

21/01/2022
250
როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)
ხრიკები

როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)

05/01/2022
475
რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?
სიახლეები

რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?

01/12/2021
407
როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე
ხრიკები

როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე

02/11/2021
263
Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ
სიახლეები

Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ

12/10/2021
944
Next Post
iPhone SE შესაძლოა დღეს გამოვიდეს — ახალი დეტალები

iPhone SE შესაძლოა დღეს გამოვიდეს — ახალი დეტალები

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG