როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე განაცხადა ბატონმა კუკმა, 12 ოქტომბერს Apple-ი გამოუშვებს iOS-ის ახალ, მეხუთე ვერსიას, რომელიც განკუთვნილია iPhone, iPad და iPod Touch-ისათვის, როგორც Apple-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, სკოტ ფორსტალი აცხადებს დღევანდელ ღონისძიებაზე.
ამ განახლების უფასოდ ჩამოტვირთვა შეეძლებთ iPhone 4-ის, iPad-ის პირველი და მეორე თაობის და iPad Touch-ის მფლობელებს.
მობილური პლათფორმა iOS 5 მომხმარებლებს წარედგინა ამა წლის ივნისში. Apple-ის წარმომადგენლის განცხადებით, ახალ ვერსიაში 200-ზე მეტი სიახლე იქნება წარმოდგენილი. ყველაზე მთავარი მათგანი: სრულიად გადაკეთებული შეტყობინებების სისტემა, ინტერნეტით შეტყობინებების გაცვლის სისტემა iMessage, Twitter-თან ინტეგრაცია, აგრეთვე „ღრუბელოვანი“ სერვისის, iCloud-ის მხარდაჭერა.