დღეს ეპლმა გამოაცხადა მისი მორიგი დეველოპერთა მსოფლიო კონფერენციის (WWDC) მორიგ თარიღი. იგი იგი დაიწყება 6 ივნისს და გასტანს 10 ივნისამდე. როგორც ეპლის პრეს-რელიზშია ნათქვამი, კონფერენცია მიეძღვნება კომპანიის საოპერაციო სისტემებს – Mac OS 10.7 და iOS 5-ს. დიდი ალბათობით ახალი აპარატურა, კონკრეტულად აიფონის მეხუთე ვერსია არ იქნება წარმოდგენილი ამ კონფერენციაზე. თუმცა ეპლის ფანები და ტექნოლოგიური სამყარო წელს ელოდება აიფონის ახალ მოდელს. იმედია ეპლი არ დაარღვევს ტრადიციას და გაზაფხულის სეზონზე გააკეთებს განცხადებას ახალი აიფონის გამოსვლის შესახებ.