GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

WWDC 2016! – დეტალურად Apple-ის სიახლეების შესახებ!

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
14/06/2016
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
728
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გუშინ 13 ივნის, World Wide Developers Conference-ზე  Apple-მა საკმაოდ კარგი ინოვაციები გვაჩვენა. მოდით ყველა ეს ინოვაცია ცალ-ცალკე განვიხილოთ. პირველ რიგში

განვიხილოთ ახალი iOS 10

სამწუხაროა,რომ ყველა შეტყობინების ერთად წაშლა აქამდე Iphone-ში არ იყო განხორციელებულო, თუმცა ახალ IOS10-ში ეს უკვე შესაძლებელია. ასევე განახლდა მართვის პანელი. მას აქვს დამატებით ფანჯრები,სადაც შეგიძლიათ სხვა საჭირო მასალების განთავსება. მაგალითად: მუსიკის მოსმენა. 3D touch-ს ახლა არამხოლოდ კონტექსტურ მენიუს აჩვენებს არამედ ვიჯეტებსაც.

Siri და App Store

Siri-ს ახლა არამხოლოდ Apple-ს პროგრამებთან შეუძლია მუშაობა არამედ სხვა პროგრამებთან. მაგალითად: შეგიძლია Siri-ს სთხოვო Viber-ში მესიჯის გაგზავნა. ასეთი ფუნქცია Google Allo-საც აქვს. Siri ამოწმებს თქვენ დაწერილ სტილს და გაძლევთ რელევანტურ კარნახებს.

ფოტოები

სახეების,ადგილმდებარეობის ამოცნობა და ისტორიის გენერაცია უკვე ერთად არის თავშეყრილი. კი იგივეა რაც Goole Photo-,თუმცა ეს ყველაფერი მოწყობილობაზე ხდება და არა ინტერნეტში.

მუსიკა

მთლიანად განახლდა Apple Music. რაც მთავარია შეგიძლია სიმღერებს ტექსტი დაურთო.

ამბები

მთლიანად განახლდა ამბების აპლიკაცია.

HomeKit

ახლა არის ცალკე აპლიკაცია Home. ამ პროგრამის საშვალებით შენ აკონტროლებ შენს ჭკვიან სახლს. ამ პროგრამაში იტეგრირებულია Siri. მაგალითად: დილამშვიდობისა Siri. ის გადმოწევს ფარდას და ჩაგირთავთ სასიამოვნო მუსიკას. თუ თქვენ სახლის ზარს ვიდეო თვალი უყენია, ამ პროგრამის საშალებით თქვენ შეგიძლიათ თქვენს შეტყობინებებში პირდაპირ ეთერში უყუროთ ვიდეოებს თქვენი ვიდეო თვალიდან.

ფუნქცია დარეკვა

განახლდა ხმოვანი ფოსტა. ეს ჩვენთვის აქტუალური არაა თუმცა შტატებისთვის კი. ხმოვანი ფოსტა ჩნდება ისე თითქოს ვიღაც გირეკავს.

iMessage

სმაილების რაოდენობა გაიზარდა. როცა შეტყობინებას დაწერ შეგიძლია კონკრეტული სიტყვები სმაილებად შეცვალო. ეს ავტომატურად ხდება. გამოჩნდა ბუშტების ეფექტი. ეს ეფექტები და წერილები დაცულია. ამ პროგრამისთვის უკვე შესაძლებელია პროგრამების ან სხვა დამატებების შექმნა. მაგალითად: ახალი სტიკერების დამატება. ასევე შესაძლებელია ხელით წერა.

iOS10 მიიღებს Iphone5 და ახალი მოდელები,ანუ 2012წელს გამოშვებული Iphone-ბი აქტუალურობას არ კარგავენ.

გადავინაცვლოთ Apple-ს სხვა წარდგენილ ინოვაციებზე.

Apple-მა თავიანთ კომპიუტერებისთვის ახალი სისტემა წარადგინა. მას არ ერქმევა OSX. ოპერაციული სისტემის ახალი სახელია ”macOS Sierra”.

თუ თქვენ შეგაწუხათ შეტყობამ,რომ თქვენს Mac-ში ადგილი აღარ არის, სისტემა გამოუყენებელ ფაილებს ონლაინ საქაღალდეში ატვირთავს და გაგენთავისუფლდებათ 150GB.

Apple არ იქნებოდა ის კომპანია,რომ არ ესაუბრათ დაცვაზე. ახლა თქვენი Ipone და Apple Watch-ი გახდება ერთგვარი დაჩიკი თქვენი Mac-ის მოწყობილობისთვის. ანუ თუ თქვენ თქვენი ტელეფონით ან საათით მიხვალთ კომპიუტერთან, პაროლის შეყვანა აღარ მოგიწევთ,რადგან ის უკვე მიხვდება,რომ თქვენ ხართ ამ მოწყობილობის პატრონი. ასევე გაჩნდა ძალიან სასარგებლო ფუნქცია. თუ თქვენ მაგალითად Iphone-ში ან საათში დააკოპირეთ რაღაც ტექსტი, მისი გადატანა შესაძლებელია Mac-ის კომპიუტერზე.

როგორც იქნა. ყველა ელოდა Siri-ს კომპიუტერზე. მისი საშუალებით შესაძლებელია,როგორც ინტერნეტში ძიების განხორციელება ასევე თქვენი ძველი ფაილის მოძებნა. მაგალითად: გამიხსენი ის დოკუმენტი,რომელიც წინა კვირას დავარედაქტირე და შევინახე. Siri მომენტალურად მოძებნის მას და ჩაგირთავთ. თუ ზუსტად ვერ იპოვა რამდენიმე ვარიანტს გაჩვენებთ და თქვენ აირჩევთ. ასევე დაამატეს ფანჯარა-ფანჯარაში. ანუ თუ თქვენ უყურებთ ვიდეოს და გინდათ თან წეროთ შესაძლებელია ის ვიდეო დააპატარაოთ და იქნება ფანჯარა-ფანჯარაში. ძალიან მოსახერხებელი ფუნქციაა.

Apple watchOS 3

როგორც კონფერენციაზე ითქვა, საათის ახალი სისტემა უფრო სწრაფი იქნება. ტელეფონის მენიუ უფრო გამარტივდა. სვაიპის საშუალებით თქვენ მარტივად შეგიძლიათ საათის ციფერბლატის შეცვლა. შესაძლებელი იქნება ეკრანზე ასოების წერა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ინგლისურად და ჩინურად.
გამოჩნდა ძალიან სახალისო ფუნქცია. შეგიძლიათ საათად მიკი დააყენოთ თან თქვენ საათს შეუხამოთ.

საათს დაემატა ძალიან საჭირო ფუნქცია დარეკვა სასწრაფო დახმარებაში. ანუ შუა კლავიშის დიდხანს დაჭერის შემთხვევაში საათი ავტომატურად დარეკავს სასწრაფო დახმარებაში.

ახლა Apple Watch-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ თქვენი აქტივობის ცხრილი სხვას გაუზიაროთ ან პირიქით სხვისი აქტივობა ნახოთ.

Apple Watch-ის საშულებით თქვენ შეძლებთ სუნთვის დარეგულირებას. ანუ რამდენი ხანი ჩაისუნთქო და ამოისუნთქო.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც Apple Watch-ი იქნება სასარგებლო. იგი დაითვლის ეტლით რამდენი გაიარეთ.

წყარო: ymt.ge

Tags: iOSiPhoneMacmacOSWatchwatchOS
Previous Post

Apple-ს Siri-მ ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

Next Post

თანამშრომლის ფორმაში ჩაცმულმა კაცმა Apple Store-დან 19 iPhone მოიპარა

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს
სიახლეები

Apple-ი Microsoft-თან და სხვებთან ერთად მეტავერსის სტანდარტებზე არ იმუშავებს

22/06/2022
75
iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს
სიახლეები

iOS 16 ყალბ AirPods-ს დაკავშირების დროს ამოიცნობს

16/06/2022
447
iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება
სიახლეები

iPhone 14-ს მაკეტები, iPhone 13-სგან მინიმალურად განსხვავდება

14/06/2022
207
Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა
სიახლეები

Qualcomm-ი გვპირდება რომ M2-ს აჯობებს, ერთი წლის წინ M1-ზეც დაგვპირდა, მაგრამ დღემდე ვერ შეასრულა

08/06/2022
93
ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით
სიახლეები

ზეგ Apple-ის ღონისძიებაა – რას ველოდებით

04/06/2022
454
iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს შესაძლოა Always On Display ჰქონდეს

24/05/2022
334
Next Post
თანამშრომლის ფორმაში ჩაცმულმა კაცმა Apple Store-დან 19 iPhone მოიპარა

თანამშრომლის ფორმაში ჩაცმულმა კაცმა Apple Store-დან 19 iPhone მოიპარა

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG