ტიმ კუკმა, რომელიც ეპლის გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებს სტივ ჯობსის ხანგრძლივი შვებულების გამო, დღეს ანალიტიკური ფირმა Sanford Bernstein – ექსპერტთან ტონი საკონაგისთან და Asymco-ს ორას დიდიუსთან ინტერვიუში ირიბად მიანიშნა აიფონის იაფიანი მოდელის გამოჩენაზე უახლოეს მომავალში. კუკის თქმით “ეპლს არ უნდა რომ აიფონი იყოს მხოლოდ მეტშემოსავლიანი ხალხის მოდელი და კომპანია არ აპირებს მსოფლიოს არც ერთი ბაზრის მიტოვებას.” . რამოდენიმე საინტერესო ამონარიდი ინტერვიუდან:
ტაბლეტური კომპიუტერების ბაზარი უფრო დიდი იქნება, ვიდრე სამაგიდოსი.
ეპლი აპირებს უფრო დაბალფასიანი პროდუქტების შემოთავაზებას
მობილურ ოპერატორებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა გაყიდონ ტაბლეტური კომპიუტერები
დანარჩენი ინფორმაციისთვის და სხვა ციტატებისთვის მიჰყევით Asymco-ს ტვიტერის ნაკადს