ოფიციალურად, SE „სპეციალურ გამოშვებას“ ნიშნავს. როდესაც ამის შესახებ ჟურნალისტებმა ფილ შილერს Apple-ის მარკეტინგის უფროს ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხეს, უყოყმანოდ უპასუხა და მათაც დაიჯერეს. სინამდვილეში, ამ მოწყობილობის შექმნელებმა SE-ს სხვა მნიშვნელობა მიანიჭეს: „სტივის გამოშვება“. მათ უარი არ უთქვამთ დიდი iPhone-ების შექმნაზე, რადგან გააცნობიერეს მისი საჭიროება, თუმცა, მათ სჯეროდათ სტივ ჯობსის ჯადონსური ფორმულის.
რთული წარმოსადგენია, თუ როგორ მივიღებდით ამ მოდელს რომ არა ეს ფანატიკოსობა. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოდელი 4 ინჩით. მან პატარა სასწაული მოახდინა და გაყიდვების რაოდენობამ ყველაზე მასშტაბურ მოლოდინს გადააჭარბა.
ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა ექსპერტების შეფასებით, iPhone SE 2016 წელს 30-დან 40 მილოონამდე ცალი გაიყიდა. ამ იდეის, თავად ტიმ კუკსაც კი არ სჯეროდა, ამ ციფრების ნახვის შემდეგ კი თავადაც გაოცებული დარჩა.