იცოდით რომ ჩვენს საყვარელ კომპანიას 50-ზე მეტი კომპანია აქვს შეძენილი? ამ სტატიაში შერჩეულია 5 ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, რომლებმაც Apple-ის პროდუქცია საგრძნობლად გააუმჯობესა.
1.ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი
NeXT ეს არის სტივ ჯობსის მეორე კომპანია, რომელიც 1985 წელს შექმნა. 1988 წელს მათ გამოუშვეს პირველი კომპიუტერი იგივე სახელწოდებით. წარმოების თვალსაზრისით, წარმატებული არ გამოვიდა, ის მხოლოდ 50,000 ცალი გაიყიდა. თუმცა, კომპიუტერების ინდუსტრიაზე გავლენა მაინც მოახდინა, მისი ფასეულობა ოპერაციული სისტემა — NeXTSTEP იყო.
კომპანია NeXT-ი Apple-მა 1997 წელს 404 მილიონ დოლარად შეიძინა, ეს გარიგების ყველაზე დიდი თანხაა, თუმცა ამ გარიგებამ გაამართლა. Apple-ის თანამედროვე ოპერაციული სისტემები, (iOS, macOS, Watch OS) NeXTSTEP-ის პირდაპირი შთამომავლები არიან. ასევე ამ პლათფორმაზე შეიქმნა App Store.
2.PA Semi
PA Semi დაკავებული იყო მიკროპროცესორების განვითარებით და წარმატებითაც გამოსდიოდა.
2007 წლის თებერვალში, კომპანიამ გამოუშვა 64 ბიტიანი ორმაგბირთვიანი პროცესორი. მწარმოებლების თქმით, ეს იყო სამჯერ უფრო ენერგოეფექტური ვიდრე კონკურენტების. 2 GHz-ს სიმძლავრით, ის მხოლოდ 5-13 ვატს ხარჯავდა.ამ კომპანიამ შექმნა საკუთარი ჩიპი გიგანტი კომპანიების დახმარების გარეშე, რომელიც სამჯერ უფრო ენერგოეფექტური იყო. Pa Semi დაარსდა 2003 წელს Daniel W. Dobberpuhl-ის მიერ.
კუპერტინოელებმა PA Semi 2008 წელის 23 აპრილს 278 მილიონ დოლარად შეიძინა. სტივ ჯობსმა თქვა რომ მან შეიძინა კომპანია გამოცდილი ინჟინერების გუნდის შესაქმნელად.
Pa Semi განსაკუთრებულად გამოადგა Apple-ს 2018 წელს — A12 Bionic ჩიპი, რომელიც iPhone Xs-ში Xs Max-ში და Xr-ში არის გამოყენებული, აღმოჩნდა პირველი პროცესორი 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით.
A12 Bionic-მა iPad Pro-ს საშუალება მისცა რომ მისი ძალა 2018 წლის 15″ MacBook Pro-ს გათანაბრებოდა.
3.Apple-ის ყველაზე ჰიპური შენაძენი: სტარტაპი Beats-ი
კომპანია რომელიც ყურსასმენებსა და დინამიკებს აწარმოებდა, ცნობილმა რეპერმა Dr. Dre-მ შექმნა.
კომპანია ბაზარზე საკმაოდ მკაფიოდ შეიჭრა, რეპერის სახელიდან გამომდინარე, სტარტაპი მალე ძალიან პოპულარული გახდა.
Apple-მა იგი 2014 წელს 3 მილიარდ დოლარად შეიძინა. კუპერტინოელებს თავიდან დიდი ბრძოლა მოუწიათ, რადგან Beats-ის აქციები უკვე HTC-ს ჰქონდა შეძენილი.
Beats-ის ბრენდი ისევ არსებობს, იგი ძალიან პოპულარულია და Apple-ი მას მუდმივად ანვითარებს, შესაბამისად მისი პროდუქტების წარმოება Apple-ის კონტროლის ქვეშ ხდება.
უკვე მრავალი წელია Apple-ი უკაბელო ყურსასმენების ბაზარზე დომინირებს. კომპანია მხოლოდ Beats და AirPods-ს აწარმოებს.
4.ყველაზე მოულოდნელი შეძენა: Siri — ხმოვანი ასისტენტი
ჩვენს მოწყობილობებში ფუნქციების შესრულება ხმოვანი ასისტენტის საშუალებით 2010 წლიდან დავიწყეთ. ეს ხმის ასისტენტი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს (DARPA)-ს პროექტია.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ხმოვანი ასისტენტის განვითარება 2003 წლიდან დაიწყო. მათი მიზანი ისეთი ალგორითმის შექმნა იყო, რომელიც დიდ მონაცემებსა და ბაზას გაუმკლავდებოდა.
კვლევა არაკომერციულმა ორგანიზაციამ SRI International-მა განახორციელა და უკვე 2010 წელს Siri App Store-ში გამოჩნდა.
ხმოვან ასისტენტს შეეძლო ნებისმიერი ინფორმაციის მოწოდება რესტორნებზე, ასევე იძახებდა ტაქსის და ინფორმაციებს იძლეოდა სხვადასხვა ღონისძიებებზე და კონცერტებზე.
უკვე 2010 წლის აპრილში, Apple-მა Siri 200 მილიონ დოლარად შეიძინა.
Siri iOS-სა და MacOS-ის განუყრელი მეგობარი გახდა. ხმოვანი ასისტენტი პირველად 2011 წელს — iPhone 4S-ში გამოჩნდა.
5.Shazam — ყველაზე ცხელცხელი მუსიკალური შენაძენი
Shazam-ი Apple-ის მფლობელობაში გადასვლამდე უკვე იყო ყველაზე პოპულარული აპლიკაცია, რომელიც საუკეთესოდ აკეთებდა თავის საქმეს და პოულობდა თითქმის ყველა მუსიკას.
კომპანია დაარსდა 2000 წელს, მისი პოპულარობა სმარტფონების განვითარებასთან ერთად მოვიდა. მაშინ როცა ჯერ ის Apple-ის მფლობელობაში არ იყო, მათი წლიური ბრუნვა 53,7 მილიონ დოლარს შეადგენდა.
2017 წლის დეკემბერს გავრცელდა ინფრომაცია რომ კუპერტინოელებმა შაზამი შეიძინეს, არაფერი დაწერილა შესყიდვის თანხაზე. თუმცა, რაღაც დროის შემდეგ, The Independent-ს წყაროს დახმარებით გავიგეთ რომ Apple-მა 400 მილიონი დოლარი გადაიხადა.
Apple-ისთვის ეს შესყიდვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამის შემდეგ კომპანიამ Siri-სა და Shazam-ის ინტეგრირება მოახდინა და ახლა Siri იგივე შაზამია და მუსიკა შეგიძლიათ პირდაპირ Siri-ს მოასმენინოთ.
როგორც ხედავთ, ჩვენი საყვარელი კომპანია მუდმივად ეძებს ახალ გზებს რათა გააუმჯობესოს თავისი გაჯეტები სხვადასხვა ბრენდების დახმარებით.