უკვე ტრადიციულად წლიური შეხვედრა აქციონერებთან სტივ ჯობსის სახელობის თეატრი გაიმართება, ტიმ კუკი ყველას 26 თებერვალს ეპატიჟება.
ღონისძიების დამსწრეებს კუპერტინოელები დამატებითი უსაფრთხოებისკენ მოუწოდებს. Apple მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს დაავადებათა ცენტრთან. აქციონერები რომლებიც თებერვლის თვეში გამოემგზავრნენ ჩინეთიდან და არ გაუვლიათ 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი, ღონისძიებას ვერ დასწრებიან.
ამ ღონისძიებაზე კომპანია ისაუბრებს იმაზე თუ რას ელოდება 2020 წლის მეორე ნახევარში. მანამდე Apple-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც კორონა ვირუსის გამო მოსალოდნელ ფინანსურ პრობლემებზე გვამცნო. [9To5Mac]