როდესაც Apple-მა iPhone X გამოუშვა, ის კონკურენტებისგან განსხვავებული იყო, თუმცა არა უნიკალური. მსგავსი ვიზუალის მქონე სმარტფონების წარმოებას სხვა კომპანიები უკვე ახერხებდნენ. ბევრისთვის გასაკვირად, 3 წლის შემდეგ შეგვიძლია იმის თქმა რომ Apple-მა ამ სილუეტის დამკვიდრება მოახერხა. ამას მოწმობს ის ფაქტი რომ შეიქმნა ბევრი მსგავსი დიზაინის სმარტფონი და ამას გარდა გაკეთდა სიმულატორი, რომლის დაყენების შემდეგაც თქვენს Andoird მოწყობილობაზე ისეთივე „კუნძული“ გექნებოდათ როგორიც ახალ iPhone X-ს ჰქონდა.
დღეისთვის სიტუაცია ასეთია: Apple-ის კონკურენტმა კომპანიებმა მომხმარებლებს უკვე შესთავაზეც უსაზღვრო ეკრანები. რას აპირებს Apple-ი?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არსებული ჭორების თანახმად შეგვიძლია. iPhone 12-ს „კუნძული“ კვლავ ექნება, თუმცა მცირე ზომის. ამაზე მეტყველებს მომავალი ფლაგმანის ნახატი, რომელიც გამოქვეყნდა ინსაიდერ ჯონ პროსერის მიერ. ფოტოზე ჩანს რომ არსებული სესნორები რომელიც „კუნძულში“ იყო მოთავსებული, უფრო მცირე ზომის გახდა. მათ შეამცირეს სენსორების ზომა და რაოდენობა, როგორც ამას ადრე ვვარაუდობდით.