Apple მორიგი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ კომპანიის ფინანსური წელი 1 ოქტომბერს იწყება, შესამისად 1 იანვარს პირველი კვარტალი დასრულდა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გავეცნოთ ფინანსურ შედეგებს. მაშ ასე:
ფინანსური მაჩვენებლები:
- შემოსავალი — 57,6 მლრდ. დოლარი (გასული წლის იგივე პერიოდში — 54,5 მლრდ. დოლარი);
- სუფთა მოგება — 13,1 მლრდ. დოლარი (გასული წლის იგივე პერიოდში — 13,1 მლრდ. დოლარი);
- მოგება აქციაზე — 14,5 დოლარი (გასულ წელს — 13,9 დოლარი)
- თავისუფალი სახსრები — თითქმის 159 მლრდ. დოლარი
შემოსავლისა და სუფთა მოგების ცვლილების გრაფიკი 2011 წლის მეოთხე კვარტლიდან 2013 წლის მეოთხე კვარტლის ჩათვლით:
გაყიდვები:
- iPhone — 51 მლნ. მოწყობილობა (2013 წელი — 47,8 მლნ. მოწყობილობა)
- iPad — 26 მლნ. მოწყობილობა (2013 წელი — 22,9 მლნ. მოწყობილობა)
- Mac — 4,8 მლნ. მოწყობილობა (2013 წელი — 4,1 მლნ. მოწყობილობა)
- iPod — 6 მლნ. მოწყობილობა (2013 წელს — 12,7 მლნ. მოწყობილობა)
Apple-ის შემოსავალი ყოველი გაყიდული iPhone-იდან და iPad-იდან იზრდება:
iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ის გაყიდვების დინამიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში:
Apple Store:
- შემოსავალი Apple Store-იდან — 7 მილიარდი დოლარი;
- ერთ კვარტალში Apple-ის საცალო მარაზიებს ეწვია 114 მილიონი მომხმარებელი;
- ყოველ კვირას ერთი Apple Store ემსახურება 21 ათას მომხმარებელს.
Apple-ის სერვისები:
- შემოსავალი iTunes Store-იდან — 2,4 მილიარდი დოლარი;
- iTunes-ის სერვისების ნაკრებმა (App Store-ის ჩათვლით) კომპანიას 4,4 მილიარდი დოლარი მოუტანა.
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი კვარტალი სარეკორდო აღმოჩნდა ყველა თვალსაზრისით. კომპანიამ დაუჯერებლად დიდი ოდენობით გაყიდა როგორც iPhone, აგრეთვე iPad-იც. ასევე იმატა კომპიუტერების გაყიდვებმაც.