გუშინ, 8 ოქტომბერს კომპანიამ ახალი iOS 12-ის პირველი განახლება გამოუშვა, რომელიც არ შეიცავს ახალ შესაძლებლობებს. როგორც ყოველთვის, აქცენტი მიმდინარე OS-ის შეცდომების გამოსწორებაზეა გაკეთებული. განახლება უკვე ხელმისაწვდომია.
ეს განახლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი iPhone XS-სა და iPhone XS Max-ის მომხმარებლებისთვის, რადგან ამ მოდელებს ქონდათ ქსელთან დაკავშირის პრობლემა, სმარტფონების არაეფექტური მუშაობა iOS 12.0.1-ში უკვე გამოსწორებულია.
ასევე მოგვარდა iPad-თან დაკავშირებული პრობლემა. iPad-ს ციფრულ კლავიატურაზე გადასვლის ხარვეზი ქონდა, რომელიც iOS 12-ში გამოჩნდა. ამ განახლებაში ეს ხარვეზიც გამოსწორებულია.