GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ASBIS საქართველოში iPhone Xs-ისა და iPhone Xs Max- ის მოწოდებას იწყებს

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
17/09/2018
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ყველას გეხსომებათ ის დრო, როდესაც საქართველოში აიფონი იმდენად გვიან შემოდიოდა (ოფიციალური გაყიდვების დაწყებიდან თვეების გასვლის შემდგომ), რომ არც ოფიციაულ რესელერს ადგებოდა რამეში მისი გაყიდვა და მომხმარებელსაც გაცილებით უფრო ძვირად უწევდა მისი შეძენა. მოკლედ, ყველა უკმაყოფილო იყო, გარდა არაოფიციალური გადამყიდველებისა „შავ ბაზარზე“.

მაგრამ ეს დროს წარსულს ჩაბარდა. ეს მოხდა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, როდესაც Apple-ის შემოდგომის ღონისძიებაზე ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად საპრეზენტაციო ეკრანზე საქართველოს დროშა გამოჩნდა სხვა წამყვანი ქვეყნების დროშების გვერდით!

ეიფორიის გასვლის შემდგომ „GeMUG-ის“ რედაქციამ გადაწყვიტა დეტალურად გაერკვია სიტუაცია. ამისათვის ჩვენ დავუკავშირიდით iSpace-სს, ერთადერთ Apple Premium Reseller-ს საქართველოში.

კომპანიამ მოგვაწოდა ოფიციალური პრეს-რელიზი, საიდანაც ირკვევა, რომ iPhone-ის ახალი მოდელები, საქართველოში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალური გლობალური გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ ერთდროულად სხვა მეორე ტალღის მუდმივ მონაწილეებთან ერთად. რაც გულისხმობს, ქართველი მომხმარებლებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას, შეიძინონ iPhone-ის უახლესი მოდელები, Apple-ის ადგილობრივი ავტორიზირებული წარმომადგენლებისგან  და გამორიცხონ შეძენის „ტრადიციული“, არაოფიციალური გზები, რომელიც უკავშირდება ზედმეტ ხარჯებს და არაოფიციალურ გარანტიას.

კომპანია ASBIS-ის ინფორმაციით, რომელიც გახლავთ Apple-ის პროდუქციის ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში, წინა წლებში Apple-ის ახალი პროდუქციის შეძენა „შავ ბაზარზე“  უფრო ადრე იყო შესაძლებელი ვიდრე ოფიციალური გაყიდვები დაიწყებოდა. თუმცა, ფასი აღნიშნულ არაოფიციალურ პროდუქციაზე გაცილებით მაღალი იყო. მიუხედავად მაღალი ფასისა და პროდუქტის წარმომავლობისა, ქართველი მომხმარებლები ყოველთვის მზად იყვნენ გადაეხადათ მეტი, რადგან პირველებს მიეღოთ Apple-ის პროდუქციის ახალი მოდელები.  ახლა ამის აუცილებლობა აღარ არის ვინაიდან წელს საქართველო შევიდა იმ დაწინაურებულ ქვეყნებს შორის სადაც გაყიდვების მეორე ტალღა იწყება. ამ სიაში კი, მხოლოდ 29 ქვეყანა შედის.

როგორც კომპანია iSpace-ის ხელმძღვანელი, სოფიო ჭუმბურიძე „GeMUG“-თან საუბარში აღნიშნავს: „ჩვენ, iSpace-ის გუნდი, ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ საქართველოს დროშა პირველად გამოჩნდა Apple-ის პრეზენტაციაზე კუპერტინოში და ��სევე გადმოინაცვლა გაყიდვების მეორე ტალღაში. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტნიორის „ASBIS“-ის დახმარებით, მოცემულ მოვლენაში დიდი როლი ითამაშა iSpace-ის მაღაზიის გახსნამ, რომელიც  საქართველოში ერთადერთია Apple Premium Reseller-ის სტატუსით“.

კიდევ ერთხელ შეგახენებთ, რომ საქართველოში ოფიციალურად iPhone Xs-ისა და iPhone Xs Max-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყება 21 სექტემბერს. ხოლო გაყიდვები ხელმისაწვდომი იქნება 28 სექტემბრიდან, Apple-ის ავტორიზირებულ პარტნიორებთან: iSpace(აისფეისი) – (რომელიც გახლავთ ერთადერთი Apple Premium Reseller-ის მაღაზია საქართველოში), ALTAOKAY, itechnics, Aerosoft, Elit Electronics.

GeMUG ულოცავს ყველა თავის წევრს და Apple-ის ტექნიკის მოყვარულს საქართველოში ამ ფრიად სასიხარულო ფაქტს და იმედოვნებს, რომ გაყიდვების მეორე ტალღაში გადმოსვლის შემდეგ ჩვენი რეგიონისთვის სულ მალე ხელმისაწვდომი გახდება Apple-ის სერვისების სრული სპექტრი: App Store-ით დაწყებული, Apple Pay-თ დამთავრებული.

Tags: iPhone
Previous Post

ყველაფერი iOS 12-ის შესახებ

Next Post

iOS 12 — მომხმარებლების შეფასებები

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.6k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
211
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
166
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
715
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
604
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
821
Next Post

iOS 12 — მომხმარებლების შეფასებები

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG