Apple-ი შესაძლოა ჩინეთისთვის არასასიამოვნო კომპანიების სიაში შევიდეს. ეს არის ჩინეთის საპასუხო რეაქცია ბოლოდროინდელ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-მ Huawei-ს მიმართ დააწესა.
16 მაისს, აშშ-ს კომერციულმა დეპარტამენტმა კომპანიებს — კომპანია Huawei-ს მიმართ გარკვეული კომპონენტების მიწოდება აუკრძალა. თუ ისინი იყენებენ ამერიკულ აღჭურვილობას ან პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს სანქცია პირველ რიგში ეხება TSMC-ს, რომელიც აწარმოებს HiSilicon-ის პროცესორებს Huawei-სთვის.
ამ სიაში Apple-ის გარდა არიან Qualcomm-ი და Cisco. ამას გარდა, ჩინეთმა შესაძლოა შეწყვიტოს Boeng თვითმფრინავების შეძენა. [Global Times]