ეპლმა თავის დღევანდელ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ აიფონის ახალმა მოდელმა 4S-მა კომპანიის ისტორიაში ყველა რეკორდი მოხსნა და პირველ 24 საათში როგორც ეპლმა, ასევე ქსელის ოპერატორებმა მიიღეს მილიონ ცალზე მეტი აიფონის შეკვეთა. აღსანიშნავია, რომ წინა წარმატებული მოდელის – iPhone 4-ის რეკორდი 600 000 ცალი იყო პირველ დღეს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აქარწყლებს იმ მოსაზრებას, რომ ახალი აიფონი ეპლისთვის იმედგაცრუება იქნებოდა. iPhone 4S გაიყიდება iOS 5 სისტემით, 8 მეგაპიქსელიანი კამერით, A5 ორბირთვიანი ჩიპით და ასევე ინტეგრირებული რევოლუციური ხმის ასისტენტი – Siri Voice Assistant. iPhone 4S გაიყიდება როგორც ოპერატორზე კონტრაქტით დაბლოკილი, ასევე სრულიად განბლოკილი სახითაც.