ეპლმა 2010 წლის დეკემბრის კვარტალში 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) მეტი მაკბუქ ეარი გაყიდა, აცხადებს Silicon Valley Business Journal , რაც ადრე სხვადასხვა ანალიტიკური კომპანიების მიერ პროგნოზირებულ 700 000 ცალ ეარს 400 000 ცალით აღემატება. თავის მხრივ ეს შეადგენს იგივე კვარტალში სხვა კომპანიებთან ერთად მთლიანად გაყიდული ნოუთბუქების 40 %-ს. მოდელების და ეკრანის ზომის მონაცემები კომპანიას არ დაუსახელებია, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს შედეგი ეპლს მობილური კომპიუტერების ბაზარზე გაყიდვების ლიდერად აქცევს.
უფრო მეტი ინფორმაციისათვის მიჰყევით ამ ბმულს.