GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ყველაფერი რასაც Apple-ის ოქტომბრის ღონისძიებაზე ველოდებით

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
19/10/2018
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
531
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

30 ოქტომბერს კიდევ ერთი ცეცხლოვანი ღონისძიება გველოდება. კომპანიამ სექტემბერში ახალი iPhone Xs (Max)-სა და Apple Watch 4-ის გაყიდვები დაიწყო. 

აქ არის რასაც ვიხილავთ:

iPad Pro ჩარჩოების გარეშე

ჩვენ ველით ახალი iPad Pro-ს რამდენიმე ვარიანტს: 11 და 12.9 დიუმიან მოდელებს. რომლებიც სავარაუდოდ პირდაპირ 12.1 iOS-ის ვერსიაზე დაიწყებენ არსებობას. 

ახალი iPad-ი ძველისგან მისი ჩარჩოების სიმწირით გამოირჩევა და ასევე ეკრანზე ჩამონტაჟებული სახის ამოცნობის ტექნოლოგიით (Face ID-თ), რომელიც ჯერ iPad-ში არ გვინახავს. 

კიდევ ერთი სიახლე iPad-ში მისი უღილაკობა იქნება, ეს მიდგომა iPhone X-ში უკვე ვიხილეთ, რაც ძალიან წარმატებული გამოდგა. 

ასევე არსებობს ჭორები, რომ შესაძლოა კომპანიამ სატესტო ნაბიჯი გადადგას და ახალ iPad Pro-ში USB-C გამოყენოს. 

რაც შეეცება Mac-ებს

Apple-მა განახლებული MacBook Pro-ს წარმოება ივლისში დაიწყო. კომპანიამ ამისთვის ცალკე ღონისძიება არ ჩაატარა, რაც გასაკვირი არ იყო: ლეპტოპებმა მხოლოდ ევოლუციური განვითარება მიიღეს და არა რევოლუციური. 

მაგრამ ამჯერად, არსებობს იმის საბაბი, რომ MacBook-მა ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა. 

MacBook Air –– ეს მოდელი ტეექნიკური თვალსაზრისით მსუბუქი მოდელი იქნება, რომელსაც მიმდანარე ვერსიების MacBook-ისა და MacBook Pro-ს მახასიათებლები ექნება. ფასი 999$. 

Mac mini –– დაბალბიუჯეტური კომპიუტერი, რომელიც 2014 წლის შემდეგ არ განახლებულა. 

iMac –– იგი უკვე 20 წლისაა. რა თქმა უნდა, ახლო მომავალში ველოდებით მის ფართომაშტაბიან განახლებას, მაგრამ მაინც ეჭვი გვაქვს, რომ მას 2019 წლამდე არ უნდა ველოდოთ. 

პრეზენტაციაზე ასევე შეიძლება განიხილონ პროგრამული განახლებები

Apple-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმოგვიდგინა, რომელიც ჯერჯერობით არ გამოუშვია. ამისთვის სწორედ ამ ღონისძიებას გამოიყენებენ. 

მაგალითად FaceTime-ის ჯგუფური ზარის ფუნქცია, სადაც 32 ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება. 

ფუნქციის გამოსვლის დროს iOS 12-ს უკავშირებდნენ, მაგრამ მისი გამოსვლა ტექნიკური მიზეზების გამო iOS 12.1-სთვის გადაიდო. რომელიც ლოგიკური იქნებოდა პრეზენტაციის გზით დასალაგებლად.

რაც შეეხება ელექტროკარდიოგრამას, ის WatchOS 5.1-თან ერთად გამოჩნდება, მაგრამ სამწუხაროდ ECG მხოლოდ აშშ-ში იმუშავებს. 

AirPower და AirPods

ჩვენ იმედიც კი არ გვაქვს, რომ ამ მოწყობილობას წელს ვნახავთ. Apple-ში სერიოზული პრობლემებია მოწყობილობის წარმოებასთან დაკვაშირებით. სამი მოწყობილობის უსადენოდ, ერთდროულად დამუხტვის პრობლემას Qi-ს სტანდარტი წარმოქმნის. კომპანიამ ეს მოწყობილობა საიტიდანაც გააქრო.

ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ არ უნდა ველოდოთ AirPods-ის მეორე ვერსია, ამიტომ ჯობია შევწყვიტოთ ლოდინი და პირველი ვერსია შევიძინოთ. 

ასევე არ უნდა დაველოდოთ HomePod-ს, რომელიც ჯერ ყველა ქვეყანაში არ იყიდება და ამ პროდუქტთან დაკავშირებით Apple-ის პრიორიტეტი მისი სწორად განაწილებაა. 

საბოლოო ჯამში –– საკმაოდ მსუყე ღონისძიებას ველოდებით! 

Tags: iOSiPadiPhoneMacWatchwatchOS
Previous Post

Apple-მა მოულოდნელად 30 ოქტომბერს ღონისძიება დააანონსა. რას უნდა ველოდოთ?

Next Post

ტიმ კუკმა განაცხადა, რომ Apple-ის სერვერებზე არასდროს ყოფილა ჯაშუშური ჩიპები ჩინეთიდან

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.5k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
155
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
121
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
660
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
497
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
781
Next Post

ტიმ კუკმა განაცხადა, რომ Apple-ის სერვერებზე არასდროს ყოფილა ჯაშუშური ჩიპები ჩინეთიდან

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG