ოქტომბრის დასაწყისში, გამოცემა ბლუმბერგმა, საკმაოდ რეზონანსული სტატია გამოაქვეყნა. მისი სათაური ასეთი იყო –– “დიდი ნამსხვრევი”, სტატიამ დიდი გამოძიება გამოიწვია. ბრალდება არა მარტო Apple-ის, ასევე Amazoni-ს წინააღმდეგაც იყო.
ბლუმბერგის ჟურნალისტის განცხადებით, ასეთი ჩიპების დანერგვის მონაწილე ჩინური კომპანია Supermicro იყო.
სკანდალური მასალის გავრცელებიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ, Apple-ის ხელმძღვანელმა პირადად გააკეთა კომენტარი.
ტიმ კუკი ბლუმბერგის ჟურნალისტებს მოუწოდებს, რომ ნუ გააკეთებენ ყალბ განცხადებებს.
ეს არასდროს მომხდარა. ეს არის წმინდა ტყუილი.
ბლუმბერგის სტატიამ სერიოზული რეზონანსი გამოიწვია.
ამას გარდა, Apple-მა რამდენიმე დღის შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ ეს იყო არასწორი ბრალდება. Apple-ის წერილის განმარტება კი კონკრეტულად, კომპანიის უსაფრთხოების ვიცე-პრეზიდენტმა –– ჯორჯ სტეპაკოპულუსმა, ამერიკის კონგრესზე განმარტა.
სავარაუდოდ ეს ამბები მალე დასრულდება, რადგან Bloomberg-ის თანამშრომლებს ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნიათ. [The Verge]