GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რით განსხვავდება ახალი iPad Air 4 — iPad Pro-სგან

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
18/09/2020
in სიახლეები
Reading Time: 3 mins read
A A
0
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

როგორც იცით, ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ 15 სექტემბრის ღონისძიებაზე ორი ახალი iPad-ი წარმოგვიდგინა. iPad-ი მე-8 თაობის და iPad Air 4. მე-8 თაობის iPad-მა წინამორბედისაგან განსხვავებით, ძალიან ცოტა სიახლე მიიღო, ხოლო iPad Air-ის შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს.

იგი ძალიან ჰგავს iPad Pro-ს, რომელიც ამ გაზაფხულზე ვიხილეთ. შეიძლება ითქვას რომ ეს არის პატარა პროფესიონალური iPad-ი 11 ინჩით.

1. დიზაინი და ზომები

iPad Air-ი არის პირველი iPad-ი რომელსაც არ აქვს Pro დასახელება და აქვს განსხვავებული ჩარჩოს დიზაინი, რომელსაც ხანდახან „სტივ ჯობსის ფორმულასაც ვუწოდებთ“.

iPad Air-ი და გაზაფხულზე გამოსული iPad Pro, დიზაინში თითქმის არ განსხვავდებიან, თუ არ ჩავთვლით Pro-ს უკან განთავსებულ კამერების და LiDAR სენსორის მასიურ ბლოკს.

ზომები iPad Air 4: 247.6 x 178.5 x 6.1 მმ . ტაბლეტის წონა 458გ.

ზომები iPad Pro 2020: 247.6 x 178.5 x 5.9 მმ . წონა 471 გ .

2. ჩვენება

ამ კომპონენტში Pro მოდელი უკეთესია, რადგან მას აქვს ProMotion 120Hz ტექნოლოგიის მხარდაჭერა. რაც პასუხისმგებელია ჩვენების განახლების სიჩქარეზე რათა კადრი უფრო გლუვი გახადოს.

რაც შეეხება დიაგონალის და სიკაშკაშის მინიმალურ უპირატესობას რომელიც ასევე Pro მოდელს აქვს, ამას საერთოდ ვერ იგრძნობთ.

3. პროცესორი

iPad Air: 64 ბიტიანი A14 Bionic პროცესორი Neural Engine-ს მხარდაჭერით. ოპერატიული მეხსიერება ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

iPad Pro: 64 ბიტიანი A14Z Bionic პროცესორი Neural Engine-ს მხარდაჭერით. ყველა მოდელი აღჭურვილია 6GB ოპერატიული მეხსიერებით.

პროცესორების შედარება ერთ და მრავალ ბირთვიან შესრულების ტესტებში

მრავალბირთვიან ტესტში, iPad Pro-ს პროცესორი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ უპირატესობა არც თუ ისე მნიშვნელოვანია.

4. კამერა

iPad Air-მა მიიღო 12 MP / ƒ1.8 ძირითადი კამერის მოდული. უზრუნველყოფს 4K გადაღებას წამში 24, 30 ან 60 კადრი. ხოლო 1080p გადაღებისას შეგიძლიათ წამში 240 კადრი მიიღოთ.

iPad Pro: აღჭურვილია მსგავსი 12 MP ƒ/1.8 მოდულით, 4K 60 კადრი წამში და 1080p 240 კადრი გადაღების შესაძლებლობით.

წინა კამერაც სრულად იდენტურია — 7 MP 1080p გადაღებით.

iPad Pro-ს უპირატესობა იმაშია რომ აქვს პორტრეტის რეჟიმის და Animoji-ს მხარდაჭერა. ამას გარდა აქვს ახალი LiDAR სენსორი.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ iPad-ზე კამერას ძალიან მცირე ნაწილი იყენებს, LiDAR სენსორს კი სულ რამდენიმე პროცენტი.

5. სხვა მახასიათებლები

შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ iPad Air-მა ინოვაციური თითის ანაბეჭდის სკანერი პირველმა მიიღო. Touch ID ახალ iPad-ს დაბლოკვის ღილაკში აქვს. ამ მხრივ, iPad Pro-ს აქვს უფრო თანამედროვე Face ID, რომელიც ჩვენს iPhone-ებშია.

iPad Pro-ს ასევე აქვს 4 დინამიკი, iPad Air-ს კი მხოლოდ 2.

განბლოკვის სისტემით და დინამიკებით Pro უკეთესია.

რაც შეეხება აქსესუარებს, ორივე მოდელს აქვს კლავიატურის, ეფლის ფანქარის და USB-C-ს მხარდაჭერა.

6. ფასები

iPad Air-ი ბაზისური მოდელი (64GB) — 599 დოლარი.

iPad Pro ბაზისური მოდელი (128GB) — 799 დოლარი.

სულ ეს არის, მაშ ასე, ახლა უკვე თამამად შეგიძლიათ ფასებისა და მახასიათებლების მიხედვით მიიღოთ გადაწყვეტილება.

Tags: AppleiPad
Previous Post

Shazam-მა iOS 14-ზე ვიდეოს ყურების დროს სიმღერის ამოცნობა ისწავლა

Next Post

რითი განსხვავდება Apple Watch 6 – Apple Watch 5-სგან

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

11/08/2022
0
როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?
სიახლეები

როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?

08/08/2022
0
Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
0
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
0
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
0
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
0
Next Post
რითი განსხვავდება Apple Watch 6 – Apple Watch 5-სგან

რითი განსხვავდება Apple Watch 6 – Apple Watch 5-სგან

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG