GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რითი განსხვავდება Apple Watch 6 – Apple Watch 5-სგან

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
21/09/2020
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
768
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

15 სექტემბრის ღონისძიებაზე Apple-ის პირველი მოწყობილობა რომელიც წარმოგვიდგენს Apple Watch 6 იყო.

ახლა მოდი გავერკვეთ, რითი განსხვადება ის წინამორბედი Apple Watch 5-ისგან:

1. ვიზუალი

ახალი საათის დიზაინი არ შეცვლილა, შეცვლის მოლოდინიც სისულელე იქნებოდა, რადგან ვიზუალური განახლება 2 წლის წინ მოხდა.

მოდელების ვარიანტები ასეთია: 40 ან 44 მილიმეტრი, (იგივე რაც Apple Watch 5-ის შემთხვევაში) და ალუმინის ფოლადის ან ტიტანიუმის ვერსიები. საკმაოდ იშვიათი და ექსკლუზიური კერამიკა აღარ მზადდება.

მაშ ასე, ვიზუალური განსხვავება შეგვიძლია ახალი ლურჯი და წითელი ფერების მიხედვით მოვახერხოთ.

2. პროცესორი

Apple Watch 6-ს აქვს ორმაგ ბირთვიანი ახალი S6 პროცესორი. როგორც დეველოპერები აცხადებენ, ის 20%-ით უფრო სწრაფია ვიდრე Apple Watch 5-ის პროცესორი.

მოცულობა არ შეცვლილა, Apple Watch 6-საც იგივე — 32GB აქვს.

Apple Watch 6-ს დაემატა ყოველთვის ჩართული ალტიმეტრი, რომელიც რეალურ დროში გაჩვენებთ რა სიმაღლეზე იმყოფებით.

Apple Watch 6-ის გამოყენება გაცილებით სასიამოვნო გახდა მზიან ამინდში, რადგან მისი ეკრანის სიკაშკაშე 2.5-ჯერ გაიზარდა.

ასევე ეკრანმა დაკარგა Force Touch-ის მხარდაჭერა, ახლა ძლიერად დაჭერის ნაცვლად, ხანგრძლივი დაჭერაა საჭირო სხვა და სხვა ფუნქციების შესასრულებლად.

3. ძირითადი განსხვავებები


ახალი მოდელის მთავარი განსხვავება არის მასში ჩამონტაჟებული პულსის ოქსიმეტრი, ეს სენსორი საშუალებას მოგცემთ სისხლში ჟანგბადი გაზომოთ. საათი მთელი დღის განმავლობაში დააკვირდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ცვლილებების შემთხვევაში გაგაფრთხილებთ.

ვიმედოვნებთ რომ ამ ფუნქციას არ ექნება რეგიონული შეზღუდვები, ისეთივე როგორიც აქვს ECG-ს.

4. Solo Loop ბრასლეტები

კიდევ ერთი სიახლე არის ახალი Solo Loop ბრასლეტები, რომლებსაც შესაკრავი არ აქვს. ბრასლეტები რამდენიმე ზომის არის, რომ ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად მოირგოს მაჯაზე.

მაგალითად Solo Loop-იანი საათის ფასი 429 დოლარია, ხოლო სტანდარტული სამაჯურით 399 დოლარი. ასევე Solo Loop-ის სამაჯურის ნაქსოვი ვერსია 479 დოლარი.

მისი მორგება Apple Watch 4-იდან ყველა მოდელზეა შესაძლებელი.

5. ფასები

Apple Watch 6 — საწყისი ფასი 399 დოლარი
Apple Watch SE — საწყისი ფასი 279 დოლარი

ვინც ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით რომ ახალ საათებს აღარ მოყვება ადაპტერი, (გარდა ტიტანიუმისა და Hermes-ის მოდელებისა) ყუთში მხოლოდ კაბელი დაგხვდებათ.

Tags: AppleWatch
Previous Post

რით განსხვავდება ახალი iPad Air 4 — iPad Pro-სგან

Next Post

iOS 14 მასიურად იქცევა ანდროიდად — რა ხდება?

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

ნახეთ როგორ საუბრობს სტივ ჯობსი ChatGPT-ზე (ნერვული ქსელით)
სიახლეები

ნახეთ როგორ საუბრობს სტივ ჯობსი ChatGPT-ზე (ნერვული ქსელით)

23/01/2023
167
iOS 16.3 მომავალ კვირაში გამოვა
სიახლეები

iOS 16.3 მომავალ კვირაში გამოვა

18/01/2023
560
Apple-მა დღეს შესაძლოა ახალი Mac-ები წარმოგვიდგინოს
სიახლეები

Apple-მა დღეს შესაძლოა ახალი Mac-ები წარმოგვიდგინოს

17/01/2023
64
MacBook Air-ი 15 წლის გახდა – „მსოფლიოში ყველაზე თხელი”
სიახლეები

MacBook Air-ი 15 წლის გახდა – „მსოფლიოში ყველაზე თხელი”

16/01/2023
31
Apple-მა iPhone 14 Pro-ს პრობლემა დაადასტურა და გამოსწორებაზე მუშაობს
სიახლეები

Apple-მა iPhone 14 Pro-ს პრობლემა დაადასტურა და გამოსწორებაზე მუშაობს

14/01/2023
427
რევოლუციის დასაწყისი – პირველი iPhone-ის დაბადება
სიახლეები

რევოლუციის დასაწყისი – პირველი iPhone-ის დაბადება

09/01/2023
98
Next Post
iOS 14 მასიურად იქცევა ანდროიდად — რა ხდება?

iOS 14 მასიურად იქცევა ანდროიდად — რა ხდება?

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG