GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რომელი აპლიკაციები „კლავს“ iPhone-ის ელემენტს

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
25/03/2021
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
1.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სავარაუდოდ, iOS-ს მომხმარებლებს დაუწერელი კანონივით აქვთ რაღაც კონკრეტული აპლიკაციების სია, რომლებიც ყოველთვის უნდა იყოს მათ iPhone-ში. ხშირ შემთხვევაში ამ სიაში ძირითადი ადგილი სოციალურ ქსელებს უკავია. ექსპერტების აზრით, არსებობს ისეთი აპლიკაციები, რომლებმაც ნამდვილად შეიძლება დააზიანოს მოწყობილობის ავტონომია. საინტერესოა რომელი აპლიკაციები იგულისხმება.

რა თქმა უნდა App Store-ი სავსეა ისეთი აპლიკაციებით, რომლებიც გაცილებით დიდ რესურსს მოიხმარენ, ვიდრე სტანდარტული აპლიკაციები. ასეთებია თამაშები, ფოტო-ვიდეო რედაქტირება და ა.შ. თუმცა, CocoFinder-ის თანა-დამფუძნებლის თქმით, არის რამდენიმე აპლიკაცია რომელიც ამ ასპექტში მოწინავე ადგილებს იკავებს. ჩენსის თქმით, ასეთი აპლიკაციაა Snapchat-ი.

„არასდროს არ უნდა გადმოიწეროთ Snapchat-ი, რადგან ის უბრალოდ კლავს თქვენს აკუმულატორს. ეს აპლიკაცია მნიშვნელოვანად მოქმედებს თვენს მოწყობილობაზე. მაგალითად, ის მუდმივად ანახლებს ინფორმაციას მიმდებარე მდებაორების შესახებ, ის ასევე მუდმივად ურთიერთობს ინტერნეტთან შეტყობინებების მისაღებად. არ აქვს მნიშვნელობა იყენებთ WiFi-ს თუ მობილურ ინტერნეტს“.

აცხადებს CocoFinder-ის თანა-დამფუძნებელი

თუ Snapchat გაქვთ, ერთ-ერთი პრევენცია იქნება iOS-ის პარამეტრებიდან Snapchat-ის მდებარეობის ამოცნობის ფუნქციის გამორთვა. გარდა ამისა, შეგიძლიათ სრულიად გამორთოთ შეტყობინებების მიღება ამ აპლიკაციიდან.

ჩუმი მკვლელების სია:

გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩენსის არგუმენტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დანარჩენი სოციალური ქსელებიც ისევე იქცევიან როგორც Snapchat-ი. ესენია: Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, WhatsApp-ი, Twitter-ი. სრული სიის ჩამოთვლას დიდი დრო დასჭირდება, რადგან უამრავი აპლიკაციაა ისეთი, რომლებიც აკონტროლებენ მომხმარებლის ადგილმდებარეობას და აგზავნიან შეტყობინებებს.

მე პირადად საერთოდ არ ვიყენებ Snapchat-ს და ძალიან ცოტა ხნით Instagram-ს, მაგრამ დამოკიდებული ვარ Twitter-ზე, რომელიც ასევე საკმაოდ დიდ რესურსს იყენებს, თუმცა სხვებთან შედარებით ნაკლებად.

ამ პრობლემის მოგვარების გზა არც ისე რთულია, თქვენ უბრალოდ უარი უნდა თქვათ აპლიკაციებიდან შეტყობინებების მიღებაზე და გამორთოთ პარამეტრებიდან. რა თქმა უნდა ეს ისეთ აპლიკაციებს ეხება, რომლებიც შეტყობინებისთანავე დაუყოვნებლი სანახავი არ გაქვთ. დაიტოვეთ მხოლოდ ისეთი აპლიკაციები, რომლებშიც დღის ყველაზე დიდ დროს ატარებთ.

Tags: AppleiPhone
Previous Post

Apple-ი ქარხნებს აძლიერებს, რათა ინფორმაციის გაჟონვა აღარ მოხდეს

Next Post

როდის ვიხილავთ ახალ მოწყობილობებს – გამოსვლის თარიღები

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.8k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
243
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
196
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
775
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
861
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
860
Next Post
როდის ვიხილავთ ახალ მოწყობილობებს – გამოსვლის თარიღები

როდის ვიხილავთ ახალ მოწყობილობებს – გამოსვლის თარიღები

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG