გასული თვის ბოლოს ჰაკერული დაჯგუფება Turkish Crime Family დაემუქრა Apple-ს, რომ iCloud-ის 200 მილიონ ანგარიშს წაშლიდა. გამოსასყიდის მიზნით 75 ათასი დოლარი მოითხოვეს ბიტკოინებშ���. მოგვიანებით თანხა 488 ათას დოლარამდე გაიზარდა.
ახლა ცნობილი გახდა, რომ ბოროტმოქმედებმა მიიღეს აღნიშნული გამოსასყიდი კრიპტოვალუტის საშუალებით. ნივთმტკიცების სახით ჰაკერებმა წარმოადგინეს ბმული ბიტკოინ-საფულეზე Blockchain.info, სადაც ასახულია აღნიშნული ტრანზაქცია.
მიუხედავად ამისა, 100% დარწმუნებული ვერ ვიქნებით იმაში, რომ გადარიცხვა ეფლის მიერ არის განხორციელებული. კომპანია Chainalysis დამფუძნებელი, რომელიც უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნით არის დაკავებული, დარწმუნებულია, რომ ბმულს კორეულ ბიტკოინ ბირჟამდე მივყავართ.
ტრანზაქცია შესრულდა ერთი ბირჟის ფარგლებში, შიდა გადარიცხვის საშუალებით, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს ჰაკერების განცხადებას. იქნება და ჰაკერებმა ისე გააკეთეს, რომ Apple-ის რეპუტაციას ჩირქი მოსცხებოდა?
ოდნავ ადრე კომპანია ეფლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ სისტემაში არ არის ხარვეზები, ამიტომ გამორიცხულია, რომ ვინმემ მასიურად წაშალოს ანგარიშები. ჰაკერების ტვიტზე კუპერტინოს ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
წყარო: SecurityLab