2019 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით ევროპულ ბაზარზე iPhone-ების გადაზიდვები 17%-ით შემცირდა. ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ საერთო რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.
Canalys-ის თანახმად მეორე კვარტალში 6.4 მილიონი iPhone-ი გაიყიდა. ახლა Apple-ი მიწოდების ბაზრის 14.1%-ს ფლობს. პირველი და მეორე ადგილი Huawei-მ და Samsung-მა დაიკავეს. სამსუნგის წილი Galaxy-ს A მოდელების ხაზის დახმარებით 20%-ით გაიზარდა.
მაგრამ ახლა ყველაზე ყურადღება მისაქცევი კომპანია Xiaomi-ა, რადგან მათი მიწოდების ციფრი 48%-ით გაიზარდა და ბაზრის 9.6% დაიკავა.
ანალიტიკოსების თქმით, ხალხი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს Xiaomi-ს სმარტფონებს. ეს ძირითადად მისი დაბალი ფასიდან არის გამოწვეული. [9to5Mac]