GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

სტივ ჯობსი არ ცდებოდა, ტიმ კუკი Apple-ის საუკეთესო მმართველია

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
01/09/2021
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
სტივ ჯობსი არ ცდებოდა, ტიმ კუკი Apple-ის საუკეთესო მმართველია
246
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2011 წლის 24 აგვისტო, 9 საათი და 30 წუთი — ტიმ კუკი ოფიციალურად გახდა Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი. მისი მოღვაწეობა დაიწყო სიტყვებით: „Apple-ი დარჩება Apple-ი“. Apple-ში ბევრი რამ შეიცვალა, Apple-ი გახდა ყველაზე მდიდარი კომპანია აშშ-ში, ხოლო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კომპანია IT კომპანიებს შორის. კომპანიის შესაძლებლობები უსასრულო გახდა, ტიმ კუკის 10 წლიანი მმართველობის განმავლობაში Apple-ის უამრავი გადაწყვეტილება გაუკრიტიკებიათ და ჩაუთვლიათ სულელურად, თუმცა რამდენად სულელური აღმოჩნდა საბოლოოდ, დღევანდელი შედეგების მიხედვით შეგიძლიათ განსაჯოთ. „Apple-ი აკეთებს ყოველთვის იმას, რაც სწორად მიაჩნია. მიუხედავად იმისა ეს საზიანო იქნება კომპანიისთვის თუ არა.“ — ეს ტიმ კუკის სიტყტვებია.

ტიმ კუკი საუკეთესო აღმასრულებელი დირექტორია. სტივ ჯობსზე უკეთესიც კი.

სტივ ჯობსი დარწმუნებული იყო რომ ტიმ კუკი კარგი მმართველი იქნებოდა. მას ამის სერიოზული და რაციონალური მიზეზები ჰქონდა. 2011 წელს როდესაც ჯობსი გარდაიცვალა, ძალიან ცოტას სჯეროდა რომ Apple-ი სტივ ჯობსის გარეშე იარსებებდა. ისე, შეგახსენებთ რომ სტივ ჯობსი თავიდანვე არ გამხდარა გენიოსი, 1979 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა სამი მნიშვნელოვანი პროექტი: Apple III, Lisa და Macintosh-ი.

ერთადერთი პრობლემა ტიმ კუკის დროს

მე ჩემს აზრს გაგიზიარებთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ტიმ კუკს 2014 წელს ეჭვი ეპარებოდა რომ კომპანიაში მყარი, კონსენსუსიანი და ჰარმონიული გარემო იქნებოდა. ამიტომ, 2014 წელს როგორც ექსპერიმენტი, მან ნება დეართო ძალადობრივ დისიდენტურ გუნდს რომ განეხორციელებინათ თავიანთი გიჟური პროექტი. შესაბამისად, მივიღეთ თხელი, რბილი და წარმოუდგენლად ტექნოლოგიური კლავიატურა, თავისი პრობლემებით.

„პეპელა“ კლავიატურის პრობლემების გამო, მალე დაეცა MacBook-ების გაყიდვები, Apple-მაც შეცდომა გამოასწორა და დაუბრუნდა ძველ გათანამედროვებულ კლავიატურას. ტიმს ამაზე სერიზოული შეცდომა ამ 10 წლის განმავლობაში არ ჰქონია.

ტიმ კუკი რომელმაც დაიკავა კომპანიის მმართველის პოზიცია და ამჟამინდელი ტიმ კუკი, ფაქტობრივად ორი განსხვავებული ადამიანია. ახლანდელმა ტიმ კუკმა მოიშორა ილუზიები, გამოასწორა შეცდომები და დარწმუნებული ვარ, რომ მალე მისი ხელმძღვანელობით შეიქმნება მოწყობილობები, რომლებიც არანაირად არ ჩამორჩება სტივ ჯობსის ეპოქის უდიდეს პროდუქტებს.

რიცხვების გარეშე ეს ყველაფერი შესაძლოა ფუჭ სიტყვებად ჩაითვალოს, ამიტომ, ახლა მე შემოგთავაზებთ Apple-ის ცვლილებებს 2011 წლის აგვისტოდან, როდესაც სტივ ჯობსმა გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

მის დროს Apple-მა სწრაფად დაიწყო გამდიდრება, შეერთებულ შტატებში პირველმა მიაღწია 1 ტრილიონს, შემდეგ პირველმა მიაღწია 1,5 ტრილიონს და ბოლოს 2 ტრილიონს. 

ეს არის 2011 წლიდან 2020 წლამდე მნიშვნელოვანი განსხვავებები ციფრებში:

— აქციების ღირებულება: 2011 წელს $53, 2020 წელს – 338$;
— კაპიტალიზაცია: 2011 წელს 354 მილიარდი აშშ დოლარი, 2020 წელს – 1,5 ტრილიონი (ახლა უკვე 2 ტრილიონი);
— iPhone-ის მოდელები: 2011 წელს – 1 მოდელი, 2020 წელს – 5 მოდელი;
— iPad-ის მოდელები: 2011 წელს – 1 მოდელი, 2020 წელს – 5 მოდელი;
— პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის პერიოდი iPhone-ზე და iPad-ზე: 2011 წელს – 3-4 წელი, 2020 წელს – 5-6 წელი;
— სერვისები: 2011 წელს – 3 სერვისი, 2020 წელს – 9 სერვისი.

და მთავარი, ტიმმა შექმნა ორი დიადი მოწყობილობა: Apple Watch-ი და AirPods-ი.

სტივ ჯობსი არ ცდებოდა, ტიმ კუკი საუკეთესოდ მართავს კომპანიას.

ასევე იხილეთ:

ტიმ კუკი აღმოჩნდა უკეთესი მმართველი ვიდრე სტივ ჯობსი იყო
Tags: Apple
Previous Post

როგორ დაამარცხებს iPhone 13 Android სმარტფონებს

Next Post

Google-ს მოეწონა M1 და მალე Apple-ს მიბაძავს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
206
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
70
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
112
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
114
სტივ ჯობსის კუთვნილი Apple Computer-ის პროტოტიპი აუქციონზე გაიტანეს
სიახლეები

სტივ ჯობსის კუთვნილი Apple Computer-ის პროტოტიპი აუქციონზე გაიტანეს

22/07/2022
35
iPhone 14-ს შესაძლოა სიმ-ბარათის ჩასადები არ ჰქონდეს
სიახლეები

iPhone 14-ს შესაძლოა სიმ-ბარათის ჩასადები არ ჰქონდეს

22/07/2022
336
Next Post
Google-ს მოეწონა M1 და მალე Apple-ს მიბაძავს

Google-ს მოეწონა M1 და მალე Apple-ს მიბაძავს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG